| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

შავი
ზღვის წყალქვეშა კაბელის გაყიდვით ჩვენი გეოგრაფიული უპირატეასობა გადავაბარეთ აზერბაიჯანს,
- ასე აფასებს მცირე და საშუალო ტელეკომ ასოციაციის თავმჯდომარე „კავკასუს ონლაინის“
100%-ით აზერბაიჯანული NEQSOL Holding-ის ხელში გადასვლას.
უჩა
სეთური ამბობს, რომ სიმძიმის ცენტრი კავკასისს რეგიონში ხდება არა თბილისი, არამედ
ბაქო.
„შავ
ზღვაზე გასასვლელი უპირატესობა დავკარგეთ. კომპანია იყიდა მეზობელ სახელმწიფოსთან საკმაოდ
დაახლოებულმა პირმა. NEQSOL-ი არ არის ჩვეულებრივი კომპანია, არ არის ისეთი დამოუკიდებელი, როგორიც
მაგალითად ევროპული კომპანიებია“, - უთხრა უჩა სეთურმა ბიზნეს ფორმულას.
კომპანია "კავკასუს ონლაინის" მფლობელმა ხვიჩა მაქაცარიამ
კომპანიის მის მფლობელობაში დარჩენილი 51%-იანი წილიც აზერბაიჯანულ „ნექსოლ ჰოლდინგს“
მიჰყიდა. ტრანზაქციის შედეგად, "კავკასუს ონლაინის" 100%-ის მფლობელი აზერბაიჯანელი
ბიზნესმენი ნასიბ ჰასანოვი გახდა.
შეგახსენებთ, რომ "კავკასუს ონლაინის" 49%-იანი წილი
აზერბაიჯანული კომპანიის ხელში 2019 წელს გადავიდა. ტრანზაქცია კომუნიკაციების ეროვნულ
კომისიასთან შეთანხმებული არ ყოფილა, რის გამოც მარეგულირებელმა კომპანიას წილების
პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება რამდენჯერმე მოსთხოვა. გასული წლის ზაფხულში, კომუნიკაციების
შესახებ კანონში შესული ცვლილებების შედეგად, კომისიამ კომპანიაში სპეციალური მმართველი
დანიშნა, თუმცა მმართველის უფლებამოსილება სასამართლომ დროებით შეაჩერა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss