| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) -„სპეციალური
დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ ბრძანებაში შეტანილი ცვლილებით მიკრო ბიზნესის
დაბეგვრის წესი შეიცვალა. როგორც საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციაის
ვებ გვერდზეა აღნიშნული, მიკრო ბიზნესის დაბეგვრის სპეციალური რეჟიმი გავრცელდება მინიჭების
დღიდან მიღებულ შემოსავლებზე.
ასოციაციის განმარტებით, თუ პირი მიკრო ბიზნესის სტატუსის
მინიჭებამდე ახორციელებდა საქმიანობას, აღნიშნული პერიოდის შემოსავალი დაიბეგრება იმ
რეჟიმით ან/და წესით, რითიც სარგებლობდა პირი მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭებამდე.
"მიკრობიზნესის სტატუსის მინიჭების თარიღი ფიქსირდება
საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემულ მიკრობიზნესის სერტიფიკატში და პირი სტატუსის მქონედ
ითვლება აღნიშნული თარიღიდან. ის პირები, რომელთაც 2020 წელს აქვთ მინიჭებული მიკრო
ბიზნესის სტატუსი, 2020 წლის საანგარიშო პერიოდში მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭებამდე
მიღებულ შემოსავლებს ბეგრავენ მიკრო ბიზნესისათვის დადგენილი სპეციალური რეჟიმით. მიკრო
ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირები 2020 წლის საანგარიშო პერიოდის საშემოსავლო
გადასახადის წლიურ დეკლარაციას წარადგენენ მიმდინარე წლის 31 მარტის ჩათვლით,"
- განმარტავენ მცირე და საშუალო ბიზნესის აქცოციაციაში.
მოქმედი კანონით, მიკრობიზნესი რომლის შემოსავალი 30 ათას ლარს არ აღემატება არ იბეგრება.მცირე მეწარმეების შემთახვევაში თუ ბრუნვა 500 000-მდეა, მასზე 1%-იანი საშემოსავლო გადასახადი მოქმედებს.სტატუსის მინიჭება ხდება შემოსავლების სამსახური მიერ,
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss