| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - უკუჩვენება რომ ყოფილიყო არ ავიცრებოდი, - მინისტრი მშობლიურ კლინიკაში აიცრა. "სადაც ბევრი დადებითი წელი გაატარა". ეკატერინე ტიკარაძემ საჩხერის სამედიცინო ცენტრთან, რომელსაც წარსულში თავად მართავდა, განსაკუთრებელ ემოციურ ბმაზე აღნიშნა. მისი თქმით, საინფორმაციო კითხვარის დეტალურად გაცნობის შემდეგ აიცრა.
ჟურნალისტის კითხვაზე COVID ახალი შტამის 50 შემთხვევის და მე-3 ტალღის მოლოდინზე, უპასუხა, რომ შემთხვევები საყურადღებოა. ინფექციის გავრცელების ზრდაზე აღნიშნა და უსაფრთხოების ნორმების (პირბადე და 2მ დისტანცია) დაცვის საჭიროებაზე.
აცრის მხოლოდ მრავალპროფილურ ჰოსპიტლებში ჩატარების თაობაზე, ჟურნალისტის რეკომენდაციაზე, სხვა ქვეყნის მაგალითები მოიხმო, სადაც აცრები სპორტულ დარბაზშიც კი ტარდება. თუმცა ისიც აღნიშნა, რომ ჩვენმა ქვეყანამ მაინც გაამკაცრა ვაქცინაციის რეგულაციები, მიუხედავად იმისა, რომ ამბულატორიულ აცრაზე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაცია არსებობს.
ვაქცინაციამდე ტესტირების ვალდებულების შესახებ, ასევე ჟურნალისტის კითხაზე, უპასუხა, რომ გაიდლაინი ამას არ ითვალისწინებს. მისივე ინფორმაციით, ოთხშაბათს ფაიზერის ვაქცინაც ჩამოვა და მიზნობრივი ჯგუფები, მათ შირის >65 წლის მოქალაქეები.
მინისტრს კომენდანტის საათის მოხსნაზე არაფერი უთქვამს. როგორც ცნობილია 28 მარტს, საქართველო-ესპანეთის ნაკრების საფეხბურთო მატჩის მაყურებელი (დაიშვა 30%) 01:00 სთ-მდე არ შეუზღუდება.
რაგბში საქართველო-რუმინეთის თამაშზე, სადაც ასევე ქომაგთა 30% დაიშვება, მაყურებელი ნაკრებს დღის პირველ ნახევარში უგულშემატკივრებს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss