ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
თბილისის და ბათუმის უძრავი ქონების ბაზარი შემცირდა
22 მარტი, 2021, 15:07
თბილისის და ბათუმის უძრავი ქონების ბაზარი შემცირდა

თბილისი (GBC) -თბილისის უძრავი ქონების ბაზარი 4%-ით შემცირდა და მისმა ზომამ $123 მლნ. შეადგინა.colliers georgia - ს  ბაზრის მიმოხილვის თანახმად,2021 წლის თებერვალში, თბილისში ახალაშენებულ პროექტებში 1,869 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც 2%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. აღნიშნული შესაძლოა დაკავშირებული იყოს ქალაქის მასშტაბით რამდენიმე მშენებარე საცხოვრებელი ობიექტის დასრულებასთან, რაც ჯამში დაახლოებით 200 ერთეულ ბინას მოიცავს.

"ძველ პროექტებში კი ტრანზაქციების რაოდენობა 7%-ით შემცირდა და 864 ერთეული შეადგინა. 2021 წლის თებერვალში, ახალაშენებეული ბინების ბაზრის ზომა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1%-ით შემცირდა და 87 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება ძველი ბინების ბაზრის ზომას, მაჩვენებელი 10%-ით, 36 მილიონ აშშ დოლარამდე შემცირდა. ახალაშენებული ბინების ეკონომ სეგმენტი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, უმნიშვნელოდ, 2%-ით გაიზარდა. რაც შეეხება მედიუმ და პრემიუმ სეგმენტებს, ტრანზაქციების რიცხვი 11%-ითა და 35%-ით, დაეცა 2020 წლის თებერვლის მაჩვნებელთან შედარებით," - აღნიშნულია კვლევაში. 

16 %-იანი კლება დაფიქსირდა ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე და მისი მოცულობა $ 26 მილიონია.2021 წლის თებერვალში, ბათუმში ახალაშენებულ პროექტებში 608 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც 14%-ით ჩამორჩება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. რაც შეეხება ძველ პროექტებში განხორციელებული ტრანზაქციების რაოდენობას 31%-იანი ვარდნა დაფიქსირდა და მხოლოდ 80 ერთეული შეადგინა.

მიმოხილვის მიხედვითვე, 2021 წლის თებერვალში, ბათუმში ახალაშენებეული ბინების ბაზრის ზომა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-ით შემცირდა და 24 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

"რაც შეეხება, ძველი ბინების ბაზრის ზომას, მაჩვენებელი თითქმის ორჯერ შემცირდა და მხოლოდ 3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები