| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC ) -„ასტრაზენეკას“ ვაქცინის მორჩენილ დოზებს ადგილობრივი ჯანმრთელობის სამსახურებში გადანაწილდება , რათა ვაქცინის დანაკარგები მინიმუმამდე შემცირდეს - სააკორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ეპიდემიოლოგმა პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ გარკვეული გვერდითი მოვლენები „ასტრაზენეკას“ აქვს და უმნიშვნელო სიმპტომები მასაც გამოუვლინდა. თუმცა, ვაქცინის პრეფერენციები ბევრად აღემატება რისკებს და არჩევანი, ავიცრათ თუ არა, ამის მიხედვით უნდა გაკეთდეს. იმნაძის თქმით ვაქცინების კომერციული შემოტანის საწინააღმდეგო ხელისუფლებას არაფერი აქვს და თუ კომერციული სექტორი შეძლებს, შემოიტანოს.
ვაქცინაციის მე-3 დღის მდგომარეობით, „ასტრაზენეკათი“ 3 054 პედმუშაკია აცრილი.
საკოორდინაციო საბჭომ ხუთშაბათს დარჩენილი შეზღუდვების ნაწილის მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო. 1 აპრილიდან გასართობი ცენტრები იხსნება. რესტორნებში დასაშვები ხდება ცოცხალი მუსიკა. სპორტულ არენაზე კი ტევადობის საერთო რაოდენობის 30 %-ის დასწრება. კომენდატის საათი ძალაში რჩება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss