ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
520-ე დადგენილება კლინიკების შემოსავლებს 5-7%-ით შეამცირებს
18 მარტი, 2021, 14:55
520-ე დადგენილება კლინიკების შემოსავლებს 5-7%-ით შეამცირებს

თბილისი (GBC) - ერთიან სატარიფო სისტემაზე გადასვლა და 520-ე დადგენილების ამოქმედება კლინიკების შემოსავლებს 5-7%-ით შეამცირებს - ასეთია ფონდ კურაციოს კვლევის შედეგი. 

კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ ერთიანი ტარიფების შემოღება პოზიტიურია სახელმწიფო ბიუჯეტის სტაბილურობისთვის, თუმცა არსებობს რისკი, რომ დაწესებულებები შემოსავლებისა და ხარჯის დასაბალანსებლად: 

შეიძენენ იაფ უხარისხო მედიკამენტებსა და სამკურნალო საშუალებებს ან/და − შეამცირებენ საჭირო დიაგნოსტიკური კვლევების რაოდენობას (არა ოპტიმიზაცია) ან/და -  გაზრდიან მედპერსონალის დატვირთვას სახელფასო ხარჯის შემცირების მიზნით ან/და − თანაგადახდის გზით და სხვა მექანიზმებით მოახდენენ ხარჯების ნაწილის პაციენტის ჯიბეზე გადატანას თუ არ მოხდება ტარიფებთან ერთად ხარისხის კონტროლის ქმედითი მექანიზმების დროული დანერგვა, არსებობს რისკი, რომ პაციენტი დაზარალდეს ფინანსურად ან დაბალი ხარისხის მომსახურებით. 

„დანახარჯების კონტროლთან ერთად მნიშვნელოვანია ისეთი ღონისძიებების გატარებაც, რომლებიც მომწოდებელი ქსელის ოპტიმიზაციაზე, სექტორის ეფექტურობის ზრდაზე, სერვისის ხარისხის კონტროლსა და პაციენტის ფინანსურ დაცულობაზე იქნება ფოკუსირებული. მნიშვნელოვანია გრძელვადიანი ჯანდაცვის პოლიტიკის არსებობა. მოსალოდნელ რეგულაციებთან და სახელმწიფო პოლიტიკასთან დაკავშირებით, რადგან გაურკვევლობის მაღალი დონე ხელს უშლის ინვესტიციების მოზიდვას და ართულებს სამედიცინო კომპანიებისთვის გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებას“, - ნათქვამია ფონდ კურაციოს კვლევაში. 


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები