| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

ჯანდაცვის სექტორის საბანკო ვალდებულებები სწრაფად მზარდია. ფონდ კურაციოს კვლევის მიხედვით, ჯანდაცვის სექტორის
საბანკო ვალდებულებები 2014-2020 წლებში 107.9%-ით გაიზარდა 715.2 მლნ ლარამდე (აქედან,
სესხების 62.1% უცხოურ ვალუტაში, ხოლო 37.9% ეროვნულ ვალუტაშია დენომინირებული).
ჯანდაცვის სექტორი,
3.8%-იანი წილით (2020), მე-6 უმსხვილესი სექტორია საბანკო პორტფელში. სესხების ზრდა
უკავშირდება:
·
სექტორის ლიკვიდობის გაუარესებას, რაც თავის მხრივ
გამოიწვია სექტორის მომგებიანობის შემცირებამ და კომპანიების მიმართ სახელმწიფო დავალიანების
დაგროვებამ
·
აუცილებელ კაპიტალურ დანახარჯებს
·
ლარის გაუფასურებას
2020 წელს პროვაიდერების ჯამური შემოსავლები მცირედით 3.7%-ით გაიზარდა
2.1 მლრდ ლარამდე, რაც სახელმწიფო დანახარჯების ზრდის შედეგია. ამასთან, პანდემიის
შედეგად ჯიბიდან გადახდები ბოლო წლების განმავლობაში პირველად შემცირდა 2020 წელს.
მომგებიანობის მაჩვენებლები 2015 წლიდან მოყოლებული უარესდება, რაც რისკებს ზრდის სამედიცინო
დაწესებულებების უწყვეტი საოპერაციო საქმიანობის და მათი გადახდისუნარიანობის მიმართულებით.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss