| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – თიბისი ანაბარზე იანვარში შემცირებულ სარგებელს 1 აპრილიდან ზრდის. თუმცა პროცენტის მცირედი მატება მხოლოდ მოთხოვნამდე დეპოზიტს ეხება, 0.25%პ-ით.
სავალუტო ($) "ჩემი სეიფის" წლიური სარგებელი 1 აპრილიდან, 0.5%-დან 0.75%-მდე იზრდება. ლარში 5.5% რჩება. ამ, მოთხოვნამდე ტიპის დეპოზიტს, სარგებელი მხოლოდ ხელუხლებელ ნაშთზე ერიცხება. მაგ: თუ საანგარიშო თვის დასაწყისში ანგარიშზე 500 ერთეული ₾/$ ირიცხებოდა. მეანაბრემ 200 გაიტანა და თვის ბოლომდე შეაბრუნა, სარგებელი მხოლოდ 300 ₾/$-ს დაერიცხება, შემდეგი თვის დასაწყისში.
არსებულ განაკვეთს შეინარჩუნებს შემნახველი ანაბარი: ₾არში -2%, აშშ დოლარში -0.2%. აღნიშნულ მოთხოვნად ანაბარს სარგებელი ყოველდღიურად ერიცხება, თვის ბოლოს კი დაჯამებული დღეების.
თიბისიმ ვადიანი ანაბრის სარგებელი 5 იანვრიდან შეამცირა. ₾არში, 11.15%-დან, 9.5%-მდე, აშშ დოლარში (USD) 3.6%-დან, 1.7%-მდე, ევროში (EUR) 0.95%-დან, 0.75%-მდე. ბრიტანულ გირვანქა სტერლინგში (GBP) სარგებელი უფო მაღლია 1.1% და 5 იანვრამდე 1.6% იყო.
პანდემიაში მეანაბრეების ნაწილმა ლარის ანაბარი აშშ დოლარში გადაიტანა. საბანკო სექტორს უცხოურ ვალუტაში საკმარისზე მაღალი ლიკვიდობა და ₾200 000-ზე ნაკლები მოცულობით სესხების გაცემაზე შეზღუდვა აქვს. შესაბამისად უფრო ძვირად ფულის მოზიდვა არ უღირს.
თიბისიში ფიზიკური და იურიდიული პირების 13.5 მლრდ ლარის ანაბრებია (მიმდინარე, მოთხოვნამდე, ვადიანი დეპოზიტი), საიდანაც 7.5 მლრდ ლარის საცალო დეპოზიტებია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss