| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორს 2 ახალი
მოადგილე ჰყავს. არჩილ გაჩეჩილაძის მოადგილეებად ზურაბ ქოქოსაძე და ეთერ ირემაძე დაინიშნენ.
ეთერ ირემაძემ საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობა
SOLO ბიზნეს მიმართულებით, ხოლო ზურაბ ქოქოსაძემ კი კორპორაციული საბანკო მომსახურების
მიმართულებით 10 მარტს დაიკავა.
ეთერ ირემაძე საქართველოს ბანკს 2006 წელს შეუერთდა.ზურაბ ქოქოსაძემ კი კარიერა საქართველოს ბანკში 2003 წელს დაიწყო.
ეთერ ირემაძის კარიერა 1999 წელს ინტელექტბანკში საკრედიტო განყოფილების სპეციალისტად დაიწყო, 2000-2001 წლებში კი გადაინაცვლა ბუღალტერიის განყოფილებაში. 2001-2002 წლებში ეთერი იკავებდა საკრედიტო განყოფილების სპეციალისტის თანამდებობას, მოგვიანებით კი იყო დოკუმენტური ოპერაციების მართვის განყოფილების უფროსი. ეთერმა საქართველოს ბანკში კარიერა 2006 წელს დაიწყო, ეკავა კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო საქმიანობის დეპარტამენტში ანგარიშთა მმართველის პოზიცია, რის შემდეგაც გახდა კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო საქმიანობის დეპარტამენტის უფროსი კორპორაციული ბანკირი.
2006-2008 წლებში ეთერ ირემაძე იყო კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო საქმიანობის დეპარტამენტის უფროსი ურთიერთობების მენეჯერი, 2009 წელს კი გახდა კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო საქმიანობის დეპარტამენტის სექტორის უფროსი.
2009-2016 წლებში ეთერ ირემაძეს ეკავა დირექტორის თანამდებობა კორპორაციული (VIP) საბანკო მომსახურების ჯგუფში, მოგვიანებით ის SOLO საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი გახდა.
2017-2019 წლებში ეთერმა გადაინაცვლა GGU-ში (Georgian Global Utilities) და იყო სტრატეგიული პროექტების დეპარტამენტის უფროსი. 2019 წლის მაისიდან 10 მარტამდე (2021 წ) SOLO ბიზნესმიმართულების ხელმძღვანელის თანამდებობა ეკავა.
ეთერ ირემაძეს ბაკალავრის ხარისხი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აქვს მიღებული. ფლობს მაგისტრის ხარისხს და არის გრენობლის ბიზნესსკოლის (GGSB) / კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული.
ზურაბ ქოქოსაძეს სს საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების მიმართულების ხელმძღვანელის პოსტი 2020 წლის მაისიდან დან 10 მარტამდე (2021 წ) ეკავა. მას საფინანსო სექტორში მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება აქვს. საქართველოს ბანკს 2003 წელს კორპორაციული საბანკო მიმართულების სტაჟიორად შეუერთდა. მას შემდეგ ბანკში მისმა კარიერულმა განვითარებამ არაერთი მნიშვნელოვანი საფეხური მოიცვა: ის იყო უფროსი კორპორატიული ბანკირი (2006-2009); FMCG სექტორის უფროსი (2009-2016); კორპორაციული საბანკო მომსახურების მიმართულების დირექტორის მოადგილე (2016-2017) და კორპორაციული საბანკო მომსახურების მიმართულების ხელმძღვანელი, უშუალოდ გენერალური დირექტორის მოადგილის ხელმძღავნელობის ქვეშ (2017-2020).
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss