| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ცვლადგანაკვეთიანი სესხის პროცენტმა მოიმატა. საზოგადოება და ბანკების (ს&ბ) ცნობით, სულ, 7.2 მლრდ ლარის 124 300 სესხია და აბსოლუტური უმრავლესობა მიბმულია რეფინანსირების განაკვეთზე.
სებ-მა ოთხშაბათის მპკ-ზე განაკვეთი 8.5%-მდე გაზარდა. ინფლაციის ზრდის მოლოდინის და ლარის გაუფასურებიდან წნეხის გათვალისწინებით.
1 იანვრიდან 1 თებერვლამდე ცვლად განაკვეთში გაცემული სესხების რაოდენობა 100-ით, მთლიანი პორტფელი - 7. 246 მლრდ -დან 7. 242 მლრდ ლარამდე შემცირდა.
124 300-დან 36 100 სამომხმარებლო სესხია, 970 მლნ ლარის (საშ.შეწ. განაკვეთი -13.06%). ყველაზე მეტი უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხია. 1.02.2021-ისთვის რეფინანსირებაზე 2.7 მლრდ -ის 54 800 სესხია მიბმული (საშ. განაკვეთი 10.7%).
29 300 ბიზნესსესხია და იანვარში 700-ით არის შემცირებული. 3.36 მლრდ -ის პორტფელში მცირე/ საშუალო ბიზნესის დაკრედიტება 1.08 მლრდ ლარია (საშ განაკვეთი - 12.9%) მსხვილის - ₾2.3 მლრდ (საშ. შეწ. განაკვეთი 12.6%).
ცვლადგანაკვეთიანში ყველაზე ცოტა - 800 ავტოსესხია, სულ 22.4 მლნ ლარის, საშუალოდ13.14%-ად გაცემული.
ცვლადგანაკვეთიანის წილი ლარის სესხებში 43%-ია და ყველაზე ძვირი (14.7%) სამომხმარებლოა. იანვარში შემცირებულია პორტფელიც და სესხები რაოდენობა. განაკვეთი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ავტოსესხზე, 12.6%-დან 13.14 %-მდე.
ს&ბ-ის შეფასებით, სებ-ის მიერ მპ-ის გამკაცრება წინა პერიოდებში გამოვლენილი ფრთხილი მიდგომის გაგრძელება და ინფლაციური რისკების ზრდის საპასუხო ნაბიჯია. სუსტი ერთობლივი მოთხოვნის მიუხედავად, ეკონომიკის აღდგენის ნაბიჯებიც იგვიანებს (ვაქცინაციის გადავადება), საპროგნოზო ინფლაცია გაუარესებულია, რაც კონომიკის აღდგენის პროცესზე ნეგატიური გავლენის რიკსა აჩენს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss