| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC ) -მიმდინარე წლის იანვარ - თებერვალში გასული
წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ბაქო თბილის ერზრუმის გაზსადენით გატარებული ბუნებრივი
აირის მოცულობა 47%-ით გაიზარდა და 2.9 მლრდ.
კუბური მეტრი შეადგინა. აზერბაიჯანის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით აზერბაიჯანის
მიერ იმპორტირებული გაზის 45 % ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენმა გაატარა.
აზერბაიჯანული გაზი ევროპას სამხრეთი გაზის კორიდორის სამი მილსადენის – „სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოება“ (SCPX), „ტრანს-ანატოლიური“ (TANAP) და „ტრანს-ადრიატიკული“ მილსადენების (TAP) მეშვეობით მიეწოდება.
ევროპა ბუნებრივ აირს უშუალოდ TAP-ის მეშვეობით იღებს. ამ გაზსადენმა ბულგარეთის მთელი ბუნებრივი აირის საჭიროების 33%, საბერძნეთის 20% და იტალიის 10,5% უნდა უზრუნველყო.
აზერბაიჯანის მხარის ინფორმაციით, ჯამურად, სამხრეთის გაზის კორიდორის გამტარუნარიანობა 2023 წლისათვის 23 მილიარდ კუბური მეტრამდე, ხოლო 2026 წლისთვის 31 მილიარდ კუბურ მეტრამდე უნდა გაიზარდოს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss