| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი ( GBC ) -განათლების,
მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გაყოფის საკანონმდებლო პაკეტს
პარლამენტმა 79 ხმით მხარი დაუჭირა.
სამინისტროს 2021 წლის
1.8-მილიარდიანი ბიუჯეტი გაიყოფა ორ მიმართულებად. კულტურისა და სპორტის სამინისტროს
ბიუჯეტი 300 მილიონი ლარი იქნება.შესაბამისად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
ბიუჯეტი 1.5 მილიარდამდე შეუმცირდება.
კულტურისა და სპორტის სამინისტროში გადაინაცვლებს შემდეგი
პროგრამები:
მასობრივი და მაღალი მიღწევების სპორტის განვითარება
და პოპულარიზაცია - 122.4 მლნ ლარი;
კულტურის განვითარების ხელშეწყობა - 69.5 მლნ ლარი;
სპორტში ინვესტიციებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების
მხარდაჭერა - 46.9 მლნ ლარი;
კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და სამუზეუმო სისტემის
სრულყოფა - 30 მლნ ლარი;
კულტურისა და სპორტის მოღვაწეთა სოციალური დაცვისა და
ხელშეწყობის ღონისძიებები - 17.1 მლნ ლარი;
კულტურაში ინვესტიციებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების
მხარდაჭერა - 8 მლნ ლარი;
სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებების ხელშეწყობა
- 6.8 მლნ ლარი;
კულტურისა და სპორტის სამინისტროში უკონკურსოდ 329 თანამშრომელი გადავა.
სპორტის ავტონომია სპორტსმენმა კანონმდებელმა შოთა ხაბარელმა წინა პრემიერს გიორგი გახარიას, პარლამენტში 24 დეკემბერს შესთავაზა, სადაც პრემიერი ბოლო დაპირებების ნუსხით წარსდგა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss