| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი ( GBC ) -ჩვენი კარი კვლავაც ღიაა დიალოგისთვის კონსტრუქციულ პლატფორმაზე და ველით მოსახლეობის წარმომადგენლებს, ექსპერტებს, რათა ჩაერთონ, გააკეთონ პროექტის რევიზია და გადაამოწმონ ის კვლევები, რაც უკვე გაკეთებულია, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ბრიუსელში, ჟურნალისტებს „ნამახვანჰესთან” დაკავშირებული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა. მინისტრის თქმით, ძალიან სამწუხაროა, რომ საპროტესტო მოძრაობა სულ უფრო რადიკალური ხდება, რადიკალიზაციისკენ მიდის. „ამის დასტურია ისიც, რომ ორი დღის წინ აქციაზე გაისმოდა წმინდა პოლიტიკური მოთხოვნები, რასაც არანაირი კავშირი არ აქვს ეკოლოგიასთან, პროექტთან დაკავშირებულ საკითხებთან. რასაკვირველია, ჩვენთვის მიუღებელია ულტიმატუმის ენა. რაც შეეხება გადადგომას ან დანიშვნას, ყველას შევახსენებ, რომ საქართველოს მთავრობის წევრის გადაყენება ან დანიშვნა, ეს არის პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა და არა რომელიმე აქტივისტის მიერ აქციაზე გაჟღერებული მოთხოვნა. თუმცა კიდევ ერთხელ მინდა, ვთქვა, რომ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი შეთავაზებები და გადაწყვეტილებები მივაწოდეთ მოსახლეობასაც და ექსპერტებსაც”, აღნიშნა ნათია თურნავამ.
გასულ უქმეებზე ქითაისსა და ბათუმში გაიმართა ნამახვანიჰესის
საწინააღმდეგო აქცია, სადაც მსხვილი ჰესების მშენებლობის გაპროტესტების გარდა, ნათია
თურნავას გადაყენებაც მოითხოვეს. მორიგი აქციის გამართვა თბილისში, პარლამენტის წინ,
დაანონსდა. აქციები ქვეყანაში ჰესების წინააღმდეგ ბოლო 3-4 თვეა გააქტიურდა.
2020 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI)
2019 წელთან შედარებით 52,9%-ით შემცირდა და 15-წლიან მინიმუმზე დაფიქსირდა. ერთ-ერთი
სექტორი, სადაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მკვეთრად შემცირდა ენერგეტიკაა. შარშან
საქართველოს ენერგეტიკაში $6 მილიონი დოლარი ჩაიდო. ენერგეტიკაში ინვესტიციების კლებას
ჰესების საწინააღმდეგო კამპანიას უკავშირებენ.ნამახვანის ჰესი $800 მილიონიანი თურქული
ინვესტიციით შენდება. ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები ჰესის
ასაშენებლად 4 ლოკაციაზე მიმდინარეობს.
აშენების შემდეგ ნამახანჰესი ადგილობრივი ენერგოგენერაცია
მოხმარების 12%-ს დააკმაყოფილებს"
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss