| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - მედიატორისგან ყველა მხარის პოზიციის დეტალურად მოსმენამდე, მედიაციის პროცესი, მხარეები პოზიციების დაახლოება, ვერ დაიწყება", - დანიელსონთან შეხვედრიდან გამოსული ოპოზიცია პარლამენტში შესვლაზე არაფერს ამბობს, თუმცა აცხადებს, რომ არის პუნქტები, რომელზეც დათანხმება მოუწევს. "ნაციონალურ მოძრაობას" სურს, რომ შეხვედრაზე პარტია ბრალდებულმა ნიკა მელიამ წარადგინოს. პოლიტპატიმრების თემა ამოიწუროს, შესაბამისად რურუაც გათავისუფლდეს.
მოლაპარაკების დროის სიმცირეზე და შეთანხმების გარდაუვალ საჭიროებაზე განაცხადა მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა. იმის გათვალისწიმებით, რომ პრემიერი 16 მარტს ბრიუსელში უნდა წარდგეს ხელდამშვენებული, რადგან თუ ხელცარიელი წავა, ქვეყანა დაზარალდება.
სამადაშვილმა თქვა, რომ პარტია მედიატორის ყოველ დაძახილზე შესახვედრად მზად არის, ნებისმიერ ფორმატში, ბოლოს კი გაფართოებულშიც, სადაც "ქართული ოცნებაც" მიიღებს მონაწილეობას.
დეტალებზე არც მმართველმა პარტიამ ისაუბრა. გადაკვეთის წერტილებზე მამუკა მდინარაძემ რუსთავი 2 -ის ეთერში აღნიშნა. ისიც თქვა, რომ ელჩების ფასილიტატორობით რამდენიმერაუნდიანი შეხვედერების შემდეგ, ეს, ახალი ფორმატი უფრო შედეგიანია. მედიას ცოტა მოთმინებისკენ მოგვიწოდა.
ნიკა მელიაზე, რომლის დასმაც მოლაპარაკების მაგიდასთან სამადაშვილს სურს, მდინარაძემ თქვა, რომ პროცედურულად ბრალდებულს პრზიდენტი ვერ შეიწყალებს, რადგან მხოლოდ მსჯავრდებულს იწყალებს. რჩება ერთი გზაა,გირაოს გადახდა და საპატიმროდან "ლიდერის" დაუყოვნებლივ გაშვება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss