| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ჩავედით, ყველაზე მტკივნეულ საკითხებზე ინვესტორს ველაპარაკეთ, 4 პუნქტი ჩავიტანეთ", - ქუთაისიდან თბილისში ჩამოსულ ეკონომიკის მინისტრს, კიდევ ერთხელ ჰკითხეს, მედიასთან ხანმოკლე კომენტირების საბაბით, დროებით მიტოვებულ საზოგადოებას სასაუბროდ რატომ არ დაუბრუნდა. ადგილობრივებ საზოგადოებას, რომელიც ნამახვანჰესის უსაფრთხოებაზე მეტ გარანტიას ითხოვს და რომლისთვის მინისტრების ჩატანილი 4 პუნქტი არასაკმარისია.
1. ძირითადი კვლევების გადაუმოწმებლად ინვესტორი მთავარ ნაგებობას ვერ ააშენებს. 2. სახელმწიფოს და ინვესტორის კონტრიბუციით შეიქმნება ხეობის განვითარების 5 მლნ-იანი ფონდი, რომლის მართვა ჩაბარდება ადგილობრივ მოსახლეობას. 3.პროექტის მმართველადაც დაინიშნება ქართველი დირექტორი, 4.პროექტს ზედამხედველობას გაუწევს ექსპერტების დამოუკიდებელი საბჭო.
რეგიონულ დისკუსიაზე უპასუხოდ დარჩენილ კითხვას, იქაურებთან შეუთანხმებლად მიწის გრძელვადიან გასხვისევბაზე, თურნავამ რუსთავი 2-ის ეთერიდან უპასუხა, რომ გაუგებრობა აღმოიფხვრება.
მისი თქმით, ახლა პასუხი მთავარ კითხვაზეა გასაცემი, გვინდა ადგილობრივი ელენერგია და ჩვენ ქვეყანაში დარჩენილი შემოსავალი, თუ იმპორტირებული და ქვეყნიდან ვალუტის გატანა.
განახლებადი ენერგიების განვითარების ასოაციაციის თავმჯდომარემ, გიორგი აბრამიშვილმა bmg ანალიტიკის ეთერში, ნამახვანჰესის და სხვა სტრატეგიული პროექტების შეჩერება ქვეყნის ღალატად შეაფასას, აღნიშნა, ენერგეტიკაში პირდაპირი უცხოუერი ინვესტიციების (FDI) 92% -იან კლებაზე (2019/2020 260 მლნ-დამ 5.6 მლნ-მდე) და $3.7 მლრდ მოცულობის დაპაუზებულ პროექტებზე.
გადაცემაში აღინიშნა 2013-2020-ში 38 ჰესის ექსპლუატაციაში შესვლაზე ( 2018-ში -8, 2020-ში - 6 (სულ, $1.3 მლრდ -ის)
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss