ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ახალი გზშ-ს გარეშე ნამახვანჰესი არ აშენდება
12 მარტი, 2021, 14:53
ახალი გზშ-ს გარეშე ნამახვანჰესი არ აშენდება

თბილისი ( GBC) - ნამახვანის კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობა  არ დაიწყება, ჰესის უსაფრთხოებასა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების დამატებითი კვლევის გარეშე, რომელსაც ადგილობრივი და უცხოელი სპეციალისტები  ჩაატარებენ.


ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ინვესტორთან მიღწეულია შეთანხმება და სამშენებლო სამუშაოებს ქართველი დირექტორი უხელმძღვანელებს. რაც, თურნავას შეფასებით, სამშენებლო უსაფრთხიების ეკოლოგიური ნორმების და დასაქმებულთა უფლებების დაცვის ერთგვარი გარანტია.


ჰესის მშენებლის, სახელმწიფოსა და ინვესტორის კონტრიბუციით შეიქმნება 5 მილიონიანი ფონდი. თურნავას თქმით, ფონდში აკუმულირებული თანხები ცაგერის, ასევე წყალტუბოს რაიონების სოფლების საჭიროებებზე და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე დაიხარჯება.


ჰესის მშენებლობაზე, ოპერირებასა და ფლობაზე გამოცხადებულ ტენდერში  ნორვეგიულმა  კომპანიამ CLEAN ENERGY GROUP გაიმარჯვა.CLEAN ENERGY GROUP-ი პროექტს თურქულ ENKA-სთან ერთად ახორციელებს, რომელიც თურქეთში ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა და ქვეყნის გენერაციის 12%-ს ფლობს.ნამახვანის პროექტი მოიცავს ორი ჰესის მშენებლობას დადგმული სიმძლავრით 433 მგვტ.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები