| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) -პრემიერ-მინისტრის შეფასებით, საქართველოში ძალიან კარგი ბიზნესგარემოა. ირაკლი ღარიბაშვილს ამის დასტურად OMV
Petrom-თან გაფორმებული ხელშეკრულება მოჰყავს.
"ეს იმის დემონსტრირებაა, რომ ისეთი მსხვილი კომპანია, როგორიც OMV PETROM-ია, გამოხატავს სრულ მზაობას, რომ საქართველოში პირველი ფაზის განხორციელება ძალიან მალე დაიწყოს. ეს კიდევ ერთხელ არის იმის დადასტურება, რომ საქართველოში ძალიან კარგი ბიზნესგარემოა",- აღნიშნა ღარიბაშვილმა.
საქართველომ OMV
Petrom-თან შავ ზღვაში ნავთობის მოპოვებაზე ხელშეკრულება უკვე გააფორმა.
ავსტრიულ-რუმინული კომპანია OMV Petrom-ი შავ ზღვაზე, საქართველოს წყლებში არსებულ მეორე სალიცენზიო ბლოკზე ლიცენზიისთვის 1.6 მლნ დოლარს გადაიხდის.
ნავთობკომპანია OMV Petrom SA-ის ხელმძღვანელებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა 10 მარტს შეხვდნენ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss