ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
FDI 52.9 %-ით შემცირდა
11 მარტი, 2021, 11:39
FDI  52.9 %-ით შემცირდა

თბილისი (GBC) -საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2020 წელს 616.9 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 52.9%-ით ნაკლებია 2019 წლის დაზუსტებულ მონაცემებზე.

საქსტატი შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზად ასახელებს რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში, რამაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი 340.5 მლნ დოლარით შეამცირა.

საქართველოსთვის უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა 2020 წლის მონაცემებით გაერთიანებული სამეფო აღმოჩნდა.

ამ ქვეყნიდან შემოსული FDI მთლიანი მოცულობის 49.9%-ია და 307.8 მლნ დოლარს შეადგენს, მეორე ადგილზეა ნიდერლანდი 172 მლნ დოლარით, რაც 27.9%-ია, მესამეზე - თურქეთი 108 მლნ დოლარი (17.5%), შემდეგ პოზიციაზე მოდის აშშ 93 მლნ დოლარით, ბოლო პოზიციაზე კი მალტაა 27 მლნ დოლარით.

სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, 2020 წლის წინასწარი მონაცემებით, 95.3%-ია.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები