| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - „ქარელის ხილი“ მიმდინარე კვირაში ბაზარზე ახალი პროდუქტის მოხალული თხილის, ნიგვზის, მიწის თხილის და ნუშის ნაზავის გამოტანას გეგმავს. კომპანია „ქარელის ხილის“ მარკეტინგის მენეჯერის სანდრო მათიაშვილის განმარტებით, კომპანია ბაზარზე „ჩიკორის" ბრენდით ოპერირებს და კოვიდპანდემიამ, ისინიც დააზარალა, ტრანსპორტირება და შესაბამისად, ექსპორტი გართულდა, თუმცა მომხმარებლისათის ახალი პროდუქტიის მიწოდებას მაინც აგრძელებენ.
„ქარელის ხილი“ დაახლოებით 15-მდე დასახელების სხვადასხვა მოცულობის პაკეტებში დაფასოებულ ხილის ჩირს აწარმოებს და პროდუქციის 50%-ზე მეტი ექსპორტზე გააქვს.
კომპანია უპირატესობას პრემიუმ ბაზრებს ანიჭებს და წელს დაახლოებით 150 ტონის ექსპორტს გეგმავს. გასაღების ბაზრებია: იაპონია, ავსტრია, ჩეხეთი, ლიტვა, პოლონეთი, გერმანია, ჩინეთი, ისრაელი, ყატარი. არასტაბილურობის გამო რუსეთის ბაზრზე კომპანიამ უარი თქვა.
სოფელ სამწევრისში 2 მილიონიანი საინვესტიციო კაპიტალით აშენებულ საწარმოში 70 ადგილობრივია დასაქმებული და ყოველწლიურად საშუალოდ 800 ტონა ნედლეულის ( ხილის) გადმუშავება ხდება. კომპანია ხილს ადგილობრივებიდანაც იბარებს და საკუთარი ბაღებიც აქვს. განსაკუთრებული პოპულარობით მომხმარებლებში ქლიავის ჩირი სარგებლობს.
2020 წელს ჩირის ექსპორტი 46%-ით გაიზარდა და 609 ტონას მიაღწია. საქსტატის მონაცემებით, მიღებულმა შემოსავალმა $2 მილიონს გადააჭარბა. გასულ წელს საქართველოდან ექსპორტირებული ჩირის 48% გერმანიაში, 20% რუსეთში, ხოლო 13% ჩინეთში გადაიგზავნა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss