| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - თბილისში
მიკროავტობუსების
რაოდენობა
1700-დან 1000-მდე შემცირდება.
ძველ
მიკროავტობუსებს
კი,
ახალი
ჩაანაცვლებს, - ამის
შესახებ
თბილისის
მერმა
კახა
კალაძემ
დედაქალაქის
მთავრობის
სხდომის
დაწყებამდე
განაცხადა.
გარდა ამისა, მისი თქმით, თბილისში დამატებით 180 ერთეული 8 მეტრიანი და 200 ერთეული 18 მეტრიანი ავტობუსი შემოვა.
„წლების წინ დაახლოებით 1500 – 1700 მიკროავტობუსი გადაადგილდებოდა დედაქალაქის მასშტაბით. ახალი სატრანსპორტო პოლიტიკის მიხედვით მხოლოდ 1000 მიკროავტობუსი იმოძრავებს. ყველა იქნება განახლებული, მოწესრიგებული. დანარჩენ მარშუტებს დააკმაყოფილებს ავტობუსები, ძირითადად 8 მეტრიანი“,- აღნიშნა კახა კალაძემ.
მისი თქმით, „თბილისის მიკროავტობუსის კომპანიასთან“ და ბანკებთან, მიღწეულია შეთანხმება და მიკროავტობუსების ჩანაცვლების პროექტში განხორციელდება, დაახლოებით, 90 მლნ ლარის ინვესტიცია. ეს არის ზუსტად ის თანხა, რომელიც მოხმარდება 300 ერთეული მიკროავტობუსის გამოსყიდვას, ასევე კომპანიის და მერიის მიერ საერთო ჯამში დამატებით 700 ერთეული მიკროავტობუსის შეძენას.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss