ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
GCAP წამგებიანი კომპანიების მოშორებას გეგმავს
მარიამ მინაძე
9 მარტი, 2021, 19:03
GCAP წამგებიანი კომპანიების მოშორებას გეგმავს

თბილისი (GBC) – “საერთო ჯამში, გაოცებული ვარ ჩვენი პორტფელის კომპანიების  მენეჯმენტის გუნდებით თუ როგორ წარმატებულად გაუმკლავდნენ ამ რთულ წელს“, - აცხადებს ირაკლი გილაური, Georgia Capital-ის თავმჯდომარე და CEO.

მისი განცხადებით, 2021 წელს შესვლისას ჩვენ ვხედავთ დადებით ფაქტორებს, როგორიცაა ვაქცინაცია პანდემიის გავლენის სამართავად და ამავე დროს ბაზრები და ბიზნესები მოერგნენ ახალ გარემოს.

მისი თქმით, შესაძლო ეკონომიკური შედეგების დიაპაზონი კვლავ ფართოა.

„ჩვენ გვაქვს მაღალი ხარისხის და თავდაცვითი პორტფელი, მნიშვნელოვნად შემცირებული დამოკიდებულება ტურიზმის ნაკადებზე, მკაფიო და დადასტურებული მმართველობის მოდელი, უმაღლესი ხარისხის ნიჭის ფართო ქსელი და ძლიერი ფინანსური მოქნილობა“.

ეს არის საფუძველი თანმიმდევრული სამომავლო აქტივების ღირებულების წილის ზრდისთვის თითო აქციაზე.

ჩვენ განვაგრძობთ ფოკუსირებას ორ მკაფიო სტრატეგიულ პრიორიტეტზე მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში: ერთი მსხვილი კერძო პორტფელის ინვესტიციის ღირებულების გაცნობიერება და ჩვენი ქვე-მასშტაბის "სხვა" პორტფელის კომპანიების გაყიდვა.    

კომპანიის აქტივების წმინდა ღირებულება (NAV) თითო აქციაზე ლარში 27.2%-ით გაიზარდა 4Q20, ხოლო 2.7%-ით FY20-ში 48.12 ლარამდე.   FY20 NAV-ზე თითო აქციაზე უარყოფითი ზეგავლენა „სხვა“ კერძო პორტფელებს ჰქონდა COVID19-ის გამო (-12.4% გავლენა) და ასევე უცხოური ვალუტის დანაკარგებს GCAP-ის ევროში დენომინირებული წმინდა ვალიდან გამომდინარე (-5.2% გავლენა).

ჯამური პორტფელის ღირებულება 2.9 მლრდ ლარია (+20.6% y.y). აქედან 531.6 მლნ საქართველოს ბანკზე მოდის (+47.6% q.q).

კერძო პორტფელის ღირებულება 2.4 მლრდ-ია (+15.8%  q.q / 93.9% y.y) კერძო პორტფელის კომპანიებში მსხვილი მიმართულებებია ჯანდაცვის სერვისები (პორტფელი 571.7 მლნ/+20.7% q.q), ფარმაცია (552.7 მლნ / +16.4%), წყალმომარაგება (471.1 მლნ / +14.3% q.q / - 2.6% y.y), დაზღვევა (262.7 მლნ / +47% q.q / +59.3% y.y).

ინვესტიციის ეტაპზე მყოფი მიმართულებებია განახლებადი ენერგია (209.9 მლნ / +4.2% / 96.5% y.y) და განათლება (93.1 მლნ / +15.3% / 65.1%).

სხვა კომპანიების პორტფელის ღირებულება კი 214.9 მლნ-ია, რაც 3.7%-ითაა შემცირებული ერთ კვარტალში, ერთ წელში კი 48%-ით .

„სხვა“ კატეგორიაში ნოემბრის შემდეგ ბინების დეველოპმენტი, სტუმართმოყვარეობა და კომერციული უძრავი ქონების, სასმელების, ავტო სერვისისა და ციფრული სერვისების ბიზნესები შედის

გილაურის განცხადებით ამ კატეგორიაში COVID19-მა სტუმართმოყვარეობის და უძრავი ქონების ბიზნესები დააზარალა. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები