ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
თიბისი 2021 წელს 6%-იან ინფლაციას პროგნოზირებს
9 მარტი, 2021, 13:01
თიბისი 2021 წელს 6%-იან ინფლაციას პროგნოზირებს

თბილისი (GBC) - თიბისი კაპიტალი 2021 წლისთვის ინფლაციის პროგნოზს ინარჩუნებს. საინვესტიციო კომპანია ქვეყანაში 6%-იან ინფლაციას ელის.

2021 წლის თებერვალში წლიური ინფლაცია 3.6% იყო. მთლიანობაში კი საბაზო ინფლაცია, რომელიც სურსათისა და ენერგომატარებლების ფასებს გამორიცხავს, 6.6%-მდე გაიზარდა (იანვარში - წ/წ 5.8%). თიბისი კაპიტალის მონაცემებით, ერთი მხრივ, სურსათმა და სასმელებმა (წ/წ +6.2%) წლიური ინფლაციის ფორმირებაზე კვლავ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. ასევე, სასაქონლო ჯგუფებიდან ფასების მაღალი ზრდა ჯანდაცვაზე (წ/წ +9.8%), ავეჯსა & საყოფაცხოვრებო ნივთებზე (+12.3% წ/წ), და ალკოჰოლსა & თამბაქოზე (წ/წ +8.1%) დაფიქსირდა. დამატებით, დასვენებისა და გართობის ჯგუფმა, იანვრის თვესთან შედარებით, ფასების მაღალი ზრდის ტემპი გამოავლინა (წ/წ +3.5%). ასევე გაიზარდა ფასები ტრანსპორტის ჯგუფზე (წ/წ +2.3%). მეორე მხრივ, სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამის გაგრძელებასთან ერთად, წლიურ ინფლაციაზე კლების მიმართულებით მნიშვნელოვნად იმოქმედა წყლის, ელ.ენერგიისა და აირის ჯგუფმა (წ/წ -21.2%).

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები