| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) -Heritage Foundation -ის „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით“ 2021 წელს საქართველო, 77.2 ქულით, მსოფლიოში მე-12, ევროპაში მე-7-ა. 2020 წელთან შედარებით, მონაცემები გაიუმჯობესა რეიტინგის 5 კომპონენტში. სასამართლოს ეფექტიანობა (59.3 ქულა), საგადასახადო ტვირთი (89.1), სამთავრობო ხარჯები (76.9), ფისკალური თავისუფლება (94.9) და შრომის თავისუფლება (76.7).
საქართველო ევროპაში ეკონომიკური თავისუფლებით უსწრებს ჰოლანდიას, ფინეთს, ლუქსემბურგს, შვედეთს, ავსტრიას, ჩეხეთს, ნორვეგიას, გერმანის, ლატვიას, ლიეტუვას, ბელგიას, ესპანეთს, უნგრეთს, პორტუგალიას, სლოვენიას, საფრანგეთს, იტალიას, ხორვატიას, პოლონეთს... მსოფლიო მასშტაბით საქართველომ შეძლო ეკონომიკური თავისუფლების ხარისხით უკან ჩამოეტოვებინა აშშ-იც, რომელიც მსოფლიო რეიტინგში მე-20
ადგილზეა.
ანგარიშში ნათქვამია, რომ
რეგულაციების ეფექტიანობის კუთხით საქართველო წარმოადგენს მეწარმის მიმართ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე კეთილგანწყობილ ქვეყანას, ხოლო ბაზრის ღიაობის კუთხით საქართველოს გააჩნია 13 მოქმედი პრეფერენციული სავაჭრო რეჟიმი. აღნიშნულია, რომ ქვეყანაში იზრდება საბანკო/ფინანსური სექტორი და უმჯობესდება დაფინანსებაზე წვდომა.
სამთავრობო ხარჯების კომპონენტში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ქვეყნის შეფასება. კერძოდ, სამთავრობო დანახარჯების წილი ბოლო სამი წლის განმავლობაში მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით შემცირდა, რაც ხაზს უსვამს მთავრობის ზომის შემცირებას. საგადასახადო ტვირთის თვალსაზრისით, საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც
საგადასახადო ტვირთის წილი დაბალია როგორც მთლიან შიდა პროდუქტში, ასევე მოგებისა და საშემოსავლო გადასახადთან მიმართებით. სასამართლოს ეფექტიანობის შეფასება ეფუძნება სასამართლოს მიუკერძოებლობას, სასამართლოს პროცესის ხარისხს და
შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების ალბათობას.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss