| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - OPEC+ ფორმატის წევრი ქვეყნების მინისტერიალზე, რომელიც ხუთშაბათს, 4 მარტს გაიმართება, დღე–ღამეში ნავთობმოპოვების 500 ათასი ბარელით გაზრდის საკითხს განიხილავენ.
ორი დღის წინ იგივე ფორმატის ტექნიკურმა კომიტეტმა დაადგინა,
რომ ნავთობმოპოვების შემცირებასთან დაკავშირებული გარიგების პირობები დეკემბერში
101%–ით შესრულდა. მათ შორის, OPEC-ის წევრმა ქვეყნება ეს
შეთანხმება 104%–ით, ხოლო კარტელის არაწევრმა ქვეყნებმა – 95%–ით შეასრულეს. შესაბამისად,
მოპოვების მოცულობის შემცირებამ შეთანხმებულს დღე–ღამეში 77 ათასი ბარელით გადააჭარბა.
ნავთობმოპოვების თემაზე მინისტერიალისთვის ტექნიკური კომიტეტის რეკომენდაციების შესახებ
ჯერ არაფერია ცნობილი.
მისასალმებელ სიტყვაში OPEC-ის გენერალურმა მდივანმა მოჰამედ ბარკინდომ თქვა, რომ კარტელის ანალიტიკოსების
პროგნოზით, 2021 წელს მსოფლიო ეკონომიკა 4,4%–ით გაიზრდება, ხოლო კორონავირუსის საწინააღმდეგო
ვაქცინაცია ეკონომიკის პერსპეტივევბის ზრდის შესაძლებლობას შექმნის.
გარდა ამისა, ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება აზიაში, განსაკუთრებით
ჩინეთში. ჩინეთის ეკონომიკის აღდგენის საპროგნოზო მაჩვენებელი 2021 წლისვის 6,9%–ს
შეადგენს.
კარტელის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ 2021 წელს ნავთობზე
მოთხოვნა მსოფლიოში, დღე–ღამეში 5,9 მლნ ბარელით გაიზრდება – 95,9 მლნ ბარელამდე დღე–ღამეში.
ამ ფონზე, ეტალონური მარკების ნავთობი მსოფლიო ბირჟებზე
ძვირდება. თბილისის დროით 10:50 საათისთვის Brent-ის
მარკის ნავთობი 0,62%–ითაა გაძვირებული და ბარელი $64,47 ღირს, ხოლო ერთი ბარელი WTI
$61,57 ღირს (+0,47%).
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss