ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
იურიდიულ პირები პროკრედიტ ბანკში დისტანციურად გახსნიან ანგარიშს
2 მარტი, 2021, 11:41
იურიდიულ პირები პროკრედიტ ბანკში  დისტანციურად გახსნიან ანგარიშს

თბილისი (GBC) - პროკრედიტ ბანკი იურიდიული პირებს  დისტანციურად ანგარიშის გახსნას სთავაზობს. მომხმარებლებს ინოვაციური ვიდეო იდენტიფიკაციის მეშვეობით, ბანკში მიუსვლელად ანგარიშის და სერვისებს დარეგისტრირების შესაძლებლობა ეძლევათ, რაც ფილიალში ვიზიტის საჭიროებას სრულად ანაცვლებს ტექნოლოგიური ალტერნატივით.  

მნიშვნელოვანია, რომ სერვისის გამოყენებით მომხმარებლებს შეუძლიათ ნებისმიერი ადგილიდან განახორციელოს იდენტიფიკაციის პროცესი ვიდეო ზარის მეშვეობით. ზარის წამოსაწყებად საჭიროა მარტივი პროცედურის გავლა, თანამედროვე მობილური ტელეფონი, ან კამერითა და მიკროფონით აღჭურვილი კომპიუტერი, კავშირი ინტერნეტთან.

კლიენტის ვიდეო იდენტიფიკაცია სერთიფიცირებული პროგრამული საშუალებით ხორციელდება. პროცესი სულ რამდენიმე წუთს მოიცავს. მომხმარებელმა განაცხადის შევსებისთან ერთად საიდენტიფიკაციო ID მიისაღებად უნდა ჩამოტვირთოს აპლიკაცია  - ProCredit Bank myDIRECT Android-ისთვის; iOS- ისთვის.

შეგახსენებთ, ინოვაციური ვიდეო იდენტიფიკაციის მეთოდი ბანკმა 2020 წლის მარტში დანერგა. პირველ ეტაპზე ანგარიშის გახსნა ფიზიკური პირებისთვის იყო ხელმისაწვდომი, პროექტის განვითარების შედეგად ანგარიშის გახსნის პარალელურად, მომხმარებლებს სერვისების ონლაინ დარეგისტრირების შესაზლებლობა შესთავაზა. 2021 წლიდან კი  სრულყოფილი ანგარიშის სარგებლობა უკვე იურიდიული პირებისაც შეუძლიათ, რაც მათ დამატებით კომფორტსა და დროის ეფექტურ გამოყენებას უზრუნველყოფს. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები