| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ათონელის სასახლეში ევროსაბჭოს პრეზიდენტის ორშაბათს შეკრებილი ოპოზიცია-პოზიციის პოზიციები არ დაახლოვდა. პატრიარქთან სამშაბათის შეხვედრიდან გამოსულმა პრემიერმა განაცხადა, რომ რიგგარეშე არჩევნების საკითხი ოცნების წითელი ხაზია და არ განიხილება.
შარლ მიშელთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს მელიას გათავისუფლებაზე, რაც ღარიბაშვილის განცხადებით, მხოლოდ გირაოს გადახდის შემდეგ გახდება შესაძლებელი.
ქვეყნის პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრის კომენტირებისას, პრემიერმა აღნიშნა, რომ საარჩევნო სისტემის დახვეწაზე სახელისუფლო ძალამ სრული მზადყოფნა გამოთქვა. ღარიბაშვილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას, ოპოზიციის კონსტრუქციულ ნაწილთან შეთანხმებაში ხედავს. პარლამენტის პიკეტირებაში მონაწილეებთან საერთო ენის გამონახვა უჭირს. რადგან შარლ მიშელთან შეხვედრის მე-2 დღეს, სულ რაღაც12 სთ-ში დესტრუქციულმა ნაწილმა დაიწყო დესტრუქციული ქმედებები, რაც მისი შეფასებით, არც შეხვედრის ფორმატში ჯდება და არც ქვეყნის ინტერესებს ემსახურება.
შარლ მიშელმა 1 მარტის შეხვედრის შეფასებისას სოციალურ ქსელში აღნიშნა, რომ საკითხების ნაწილი გადაუჭრელი რჩება. ევროკავშირის ელჩმა თქვა, რომ პროცესმა დიდი ენერგია წაიყო. აღნიშნა, მიშელის და სხვა ევროპელი ლიდერების შეშფოთებაზე, საქართველოში მიმდინარე ჩიხური მდგომარეობის გამო. წინსვლას მხოლოდ მმართველი პარტიის ლიდერები ამჩნევენ, მათ შორის მამუკა მდინარაძე, რომელსაც ფასილიტაციიდან მედიაციამდე მისვლა წინსვლა ჰგონია.
მედიას ღარიბაშვილი პატრიარქთან 30 წთ -იანი შეხვედრის შემდეგ ესაუბრა. საპატრიარქოში პრემიერი ეკლესიისადმი და პატრიარქისადმი მორჩილების და პატივისცემის დასადასტურებლად მივიდა. აღნიშნა, საპატრიარქოს მიმართ ბოლოდროინდელ დამამცირებელ კამპანიაზე, არნახულ ცილიმწამებლურ ქმედებებზე, რაც ქვეყნის ინტერესებსაც ლახავს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss