| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - სებ-ის პრეზიდენტმა Covid-19 - ის საფინანსო სექტორზე უარყოფითი ზეგავლენის შერბილებისა და ეკონომიკის წახალისების მიზნით ეროვნული ბანკის მიერ გადადგმულ ნაბიჯები ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტს გააცნო. ვერნერ ჰოიერსი საქართველოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სტუმრობს.
სებ-ში გამართულ შეხვედრაზე რეგიონის ეკონომიკურ მდგომარეობა და საფინანსო სექტორში საფრთხეები შეაფასეს. განიხილეს მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის ფინანსებზე წვდომის არსებული მდგომარეობა საქართველოში.
"საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა იყო. ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტთან ერთად ეკონომიკური ურთიერთობების და ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი მიმართულებები განვიხილეთ. ვიმედოვნებ, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. ევროპის საინვესტიციო ბანკი, სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების დაფინანსებით, ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკის მდგრად განვითარებას, რასაც მნიშვნელოვანი სარგებელი მოაქვს ქვეყნისათვის", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) - ევროკავშირის ბანკი, გრძელვადიანი დაკრედიტების ევროკავშირის ინსტიტუტი და ერთადერთი ბანკია, რომელიც ეკუთვნის და წარმოადგენს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ინტერესებს. ის, ასევე, გამოყოფს გრძელვადიან დაფინანსებას მდგრადი ინვესტიციებისთვის და ემსახურება ევროკავშირის მიზნების მიღწევას.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss