ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
საქართველოს ბანკის შეთავაზება ბიზნესის გასაახლებლად
1 მარტი, 2021, 16:01
 საქართველოს ბანკის შეთავაზება ბიზნესის გასაახლებლად

თბილისი (GBC) -  საქართველოს ბანკი პანდემიით დაზარალებული კომპანიების ზარალის შესამსუბუქებლად ახალ შესაძლებლობაზე აცხადებს. ეკონომიკური გამოწვევების წინაშე მდგომმა ბიზნესმა საქმიანობის განახლება და კომპანიის გადარჩენან რომ შეძლოს, საქართველოს ბანკი მათ ახალ სესხზე სამთვიან საშღავათო პერიოდს, მიმდინარე ფინანსური ვალდებულებაზე კი გაუმჯობესებულ პირობებს სთავაზობს. უფრო დეტალურად კი, ბანკის პარტნიორი ბიზნესებისთვის შეთავაზება ახალ სესხზე ვრცელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიზნესს გადახდის დაწყება შეუძლია მე-4 თვიდან.

 მიმდინარე ვალდებულებაზე, საჭიროების შემთხვევაში გრაფიკი მომხმარებლის ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინებით შეიცვლება. ~

 თუ ბიზნესი არ არის საქართველოს ბანკის მომხმარებელი, ახალი სესხის აღებისას ის შეთავაზების ფარგლებში განსაზღვრული პირობებით სარგებლობას შეძლებს. სხვა ბანკში არსებულ მიმდინარე ფინანსურ ვალდებულებაზე კი გაუმჯობესებული პირობები გავრცელდება.  

სრული ინფორმაცია:  https://bankofgeorgia.ge/ka/business/funding/renew

„ბიზნესის მხარდაჭერა საქართველოს ბანკის უცვლელი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, აქტიურად ვცდილობთ ბიზნესს მისთვის ყველაზე საჭირო პროდუქტები და სერვისები საუკეთესო პირობებით და საჭირო დროს შევთავაზოთ. ამჯერად ბანკი იმ ბიზნესებს, რომლებიც ე.წ. ლოქდაუნის გამო დროებით იყვნენ დახურული, თუმცა შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად კვლავ განაახლეს საქმიანობა, სპეციალურ პირობებს სთავაზობს. ეს გულისხმობს ახალი სესხის შემთხვევაში მათთვის სამთვიანი საშეღავათო პერიოდის შეთავაზებას, რათა ბიზნესმა კვლავ შეძლოს ოპერირება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ რთულ დროს კიდევ უფრო მეტად დავუდგეთ გვერდით ბიზნესს და ხელი შევუწყოთ ეკონომიკის გამოცოცხლებას. გვჯერა, რომ ეს შესაძლებლობა არაერთ კომპანიას მნიშვნელოვნად დაეხმარება, გააგრძელოს საკუთარი საქმიანობა და საკუთარი წვლილი შეიტანოს ეკონომიკის გაჯანსაღებაში“, - განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და  საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები