| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი
(GBC) - საქართველოში სესხების მშპ-თან ფარდობის არსებული დონე მსგავსი ქვეყნების მაჩვენებლებთან
შედარებით მაღალია, რაც გაზრდილ გეპთან ერთად, ვალის ტვირთის და მოწყვლადობის ზრდაზე
მიუთითებს.
2020 წელს სესხების
თანაფარდობამ მშპ-სთან 80%-ს მიაღწია, მაშინ როცა 2019 წელს ეს მაჩვენებელი 68% იყო.
იმის გათვალისწინებით,
რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებით საქართველოში საშუალო საპროცენტო განაკვეთი
უფრო მაღალია, ხოლო სესხები კი უფრო მოკლევადიანი, ვალის მომსახურების რეალური ტვირთი
საქართველოში კიდევ უფრო მაღალია. ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ საკრედიტო ზრდა ეკონომიკური
აქტივობის თანაზომიერი უნდა იყოს და სესხების ზრდა ხელს უნდა უწყობდეს ეკონომიკის მდგრად
ზრდასა და მოსახლეობის კეთილდღეობას ისე, რომ ფინანსური სტაბილურობის რისკები არ დაგროვდეს.
ეროვნული ბანკის
ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის შეფასებით,
კოვიდ-19-ის მეორე ტალღის გავრცელების შემდეგ, საკრედიტო აქტივობა შენელდა და არსებული
ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, მოსალოდნელია, რომ წელს საკრედიტო პორტფელის
ზრდა 7.5%-ის ფარგლებში იქნება. შესაბამისად, ამ პერიოდში კონტრციკლური მაკროპრუდენციული
ინსტრუმენტების ამოქმედების საჭიროება არ იკვეთება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss