| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) -OMV Petrom SA საქართველოში შემოდის. აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილეს კომპანიასთან ხეკლშეკრულება უახლოეს პერიოდში უნდა გაფორმდეს. ეკონომიკის მინისტრის თქმით, მთავრობამ ე.წ პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულება მოიწონა.
ნავთობისა და გაზის სააგენტომ ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მოსაპოვებლად შავი ზღვის II და III სალიცენზიო ბლოკზე საერთაშორისო ტენდერი 2020 წლის 22 ივნისს ჩაატარა და OMV Petrom -ი II სალიცენზიო ბლოკზე გამარჯვებულად გამოცხადდა.
კომპანიამ სებნა-ძიებითი სამუშაოები შავი ზღვის კონტინენტურ შელფზე (ფართობი 5 282 კმ2) უნდა ჩაატაროს. ლიცენზია 25 წლიანია, ითვალისწინებს გეოლოგიურ და გეოფიზიკური მონაცემების მოპოვებას, შეძენას, დამუშავებას და ხელახალი ინტერპრეტაციას - ნავთობისა და გაზის მოსაპოვებლად.
OMV PETROM-ი ავსტრიული OMV-ის შვილობილია , რომელიც ევროპის ნავთობმომპოვებელი კომპანიების ათეულში შედის.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss