ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
კიბერუსაფრთხოების თემაზე ვებინარი იმართება
24 თებერვალი, 2021, 15:55
კიბერუსაფრთხოების თემაზე ვებინარი იმართება

თბილისი (GBC) - 25 თებერვალს, 16:00 საათზე, საბანკო ასოციაციის ორგანიზებით ვებინარი გაიმართება თემაზე - „რჩევები კიბერთაღლითობის თავიდან ასარიდებლად“. ვებინარი ონლაინ პლატფორმა, Zoom-ში ჩატარდება და მასზე დასწრება ნებსმიერ მსურველს შეეძლება.

 

საქართველოს საბანკო ასოციაციასთან ერთად, ვებინარში კომერციული ბანკების კიბერუსაფრთხოების მიმართულების სპეციალისტები, ასევე  ექსპერტები და ეროვნული ბანკის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

 

ვებინარზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

•               როგორ დავიცვათ თავი კიბერთაღლითობის შემთხვევებისგან;

•               რა უნდა გავითვალისწინოთ ინტერნეტშესყიდვების დროს;

•               რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ვებ-გვერდზე სტუმრობისას;

•               როგორ და რა ვითარებაში უნდა შევქმნათ და შევინახოთ პაროლები;

•               როგორ ვიყოთ დაცულები დისტანციური მუშაობის პირობების გათვალისწინებით;

•               როგორი ბმულებია არასანდო და როგორ უნდა მოვახდინოთ მათი იდენტიფიცირება.

 

კიბერუსაფრთხოების თემაზე საინტერესო და სასარგებლო რჩევების და ინფორმაციის  გაზიარებასთან ერთად, დამსწრე აუდიტორიას შესაძლებლობა ექნება, მისთვის საინტერესო შეკითხვებზეც მიიღოს ამომწურავი პასუხები.

 

ვებინარზე დასასწრებად, ეწვიეთ ბმულს: https://us02web.zoom.us/j/82267706845 .

 

 

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები