| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - თავის თავი არ უნდა დაეჭირა, - მდინარაძის შეფასებით მელიას დაკავება მარტივი ამბავია. პროცესებიც მარტივად ლაგდებოდა, ოპოზიციისთვის მარტივი დალაგება მიუღებელი რომ არ ყოფილიყო.
რუსთავი 2-ის ეთერში უმრავლესობის ლიდერმა განაცხადა, რომ ოპოზიციამ მოვლენების ესკალაციაზეც წინასწარ იცოდა. რაც მისი თქმით ასევე ძალინ მარტივია. თუმცა წამყვანის კითხვა, მარტივი ლოგიკით, პრიმიტიული ეჩვენა.
არადა მარტივი კითხვა იყო, თუ ყველამ ყველაფერი წინასწარ იცოდა, მაშინ მმართველი პარტია, ოპოზიციას რატომ აჰყვა თამაშში.
როცა მმართველი ძალა სხვა თამაშს თამაშობდა. 4 თვიანი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას ცდილობდა და პარლამენტში ოპოზიციონრების შეყვანას.
მდინარაძე დარწმუნებულია, რომ საერთაშორისო პარტნიორებსაც მარტივად აუხსნის და დაარწმუნებს. არ ჰგონია რომ მათ ის არ იციან რაც ოპოზიციამ მელიას დაკავებამდე იცოდა.
ფასილიტატორები პოზიციას, ოპოზიციასთან მოლაპარაკებების შემდეგ უნდა შეხვდნენ.შეხვედრიდან ახლადგამოსული სალომე სამადაშვილის თქმით, ელჩები ადგენენ ფაქტებს, რომ შეაფასონ, დარჩა თუ არა მოლაპარაკებების გაგრძელების სივრცე.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss