| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ვადამდელი არჩევნები გარდაუვალია, - პოლიტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის თქმით ქართული ოცნება ნაციონალურმა მოძრაობამ ჩიხში მოაქცია. "ნაციონალური მოძრაობა წარმატებულია, იმის მიუხედავად რომ ამ პარტიის მეხოტბე არ ვარ", -პოლიტოლოგმა "ფორმულას" განუცხადა, რომ მას არსებული რეალობა აიძულებს ოპოზიციური პარტია დაიცვას, საქართველოს დასაცავად და ქვეყანაში დემოკრატიის მხარდასაჭერად.
გადამდგარ პრემიერზე განაცხადა, რომ მხოლოდ სახანძროს სიგნალიზაციის როლი შეასრულა. პასუხიმგებლიანი იქნებოდა, შს, ან თავდაცვის მინისტრი გადაეყენებინა. ზაქარეიშვილმა მწუხარება გამოთქვა, რომ გახარიამ გადადგომამდე ძალაუფლება არ გამოიყენა.
"გახარია გაექცა პასუხისმგებლობას. არ მოიქცა როგორც პრემიერი, მაგრამ მორალური პასუხიმგებლობა აიღო", - ზაქარეიშვილს პარტიის მე-2 ლიდერის მომავალზეც ჰკითხეს, რომელიც ჯერჯერობით დუმილს ან ნეიტრალურ პოზიციას ირჩევს. რაც, ექსპერტის თქმით, ძვირი დაუჯდება.
"წარმატებული მერობიდან, წარმატებულ პრემიერობამდე"- ნალოლიავები სვლა მიზნამდე ვეღარ მიიყვანს", - ზაქარეიშვილის აზრით, კალაძე მელიას კონკურენციას ვერ გაუძლებს, რომელიც სატუსაღოდან მალე გამოვა, თანაც გმირად. ზაქარეიშვილს კალაძე გონიერად მიაჩნია. მისი შეფასებით მერი მითოლოგიური აზროვნებით არ გამოირჩევა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss