| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) –TBC Bank Group-ისა და Yelo Bank-ის (ყოფილი Nikoil Bank) შეთანხმება ვერ შედგა. TBC Bank -ის გენერალური დირექტორის, ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, აზერბაიჯანის მარეგულირებლის მხრიდან დასტურის მოლოდინში, TBC-სა და Yelo Bank-ს შორის გაფორმებულ აქციონერის ხელშეკრულებას ვადა 2020 წლის ბოლოს გაუვიდა, იქამდე ვიდრე TBC Kredit-ისა და Yelo Bank-ის შერწყმა განხორციელდებოდა.
მხარეები დასტურს ორ წელზე მეტ ხანს ელოდნენ, ამასობაში
კი სხვა პრიორიტეტები და გამოწვევები გამოჩნდა, მათ შორის შიდა და გარე, უზბეკეთის ბაზარზე, რის გამოც TBC-სთვის
აზერბაიჯანის ბაზარმა მიმზიდველობა დაკარგა.
ბუცხრიკიძის განცხადებით,
TBC Kredit ძველებურად გააგრძელებს მუშაობას
და მათი
საერთაშორისო გაფართოების
ძალისხმევა ორიენტირებული იქნება უზბეკეთის ბაზარზე,
სადაც საბანკო ლიცენზია გასული წლის აპრილში მიიღეს, ხოლო ოქტომბერში TBC UZ-ის სახელით
თავიანთი სერვისები ფართო აუდიტორიისთვის გაუშვეს.
აზერბაიჯანში არასაბანკო საკრედიტო ინსტიტუტი TBC
Kredit -ი 100%-ით TBC Bank Group - ის მფლობელობაშია. მისი აქტივების ღირებულება
18 მილიონ ლარს უტოლდება, რაც ჯგუფში 0.08%-იან წილს უდრის.
TBC ბანკმა
მაშინდელი Nikoil Bank-ის წილის შეძენაზე
ჯერ კიდევ 2018 წლის ზაფხულში განაცხადა. კერძოდ, TBC Kredit-ი
Nikoil Bank-ის 10%-იანი წილის მფლობელი უნდა გამხდარიყო,
მომდევნო 3 წელიწადში კი თიბისი Nikoil-ში საკუთარი წილის გაზრდას 50%-ს
+1%-ის პრინციპით
გეგმავდა.
TBC Bank-მა და
Yelo Bank-მა ხელშეკრულება 2019 წლის იანვარში
გააფორმეს, TBC Kredit-ის Yelo Bank-თან
(საერთო კაპიტალი 57 მლნ მანეთი / ზარალი 39.7 მილიონი მანეთი / 31.12.2020) გაერთიანებაზე.
ხელშეკრულების მიუხედავად, TBC Yelo-ს აქციონერებში არც კი დაფიქსირებულა.
ხოლო, შეთანხმების ჩაშლის მიუხედავად, Yelo Bank-ის
ბორდში ნიკოლოზ ენუქიძე მაინც ფიქსირდება.
ის Yelo-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარეა. ჩვენი
ინფორმაციით TBC-ში პოზიციების დათმობის მიუხედავად ის Yelo-ში დაკავებულ პოსტებს შეინარჩუნებს.
მან TBC PLC-ის საბჭოს და TBC Bank-ის ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ამჟამინდელი თავმჯდომარის თანამდებობა წლის ბოლომდე უნდა დატოვოს. ამის უფლება მას სებ-ის კორპორატიული მართვის კოდექსში შესული ცვლილებები უზღუდავს.
Yelo Bank-ის 96.02%-ს Topaz İnvetment Limited MMC ფლობს, 3.89%-ს ფიზიკური პირი, ხოლო
0.09%-ს კი İSR Holdinq MMC (31/12/2020).
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss