| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - 2020 წელს საშუალო შეწონილი იჯარა 3%-ით შემცირდა არაკლასიფიცირებულ ბიზნეს ცენტრებში და მ²-ი -ზე 13.9 აშშ დოლარი შეადგინა. საშუალო შეწონილი იჯარა 3%-ით შემცირდა B კლასის ბიზნეს ცენტრებში, ხოლო 1%-ით A კლასში. აღნიშნული მაჩვენებელი 1%-ით გაიზარდა C კლასის ბიზნეს ცენტრებში და მ² -ზე 11.4 აშშ დოლარს გაუტოლდა.
Colliers-ის კვლევის მიხედვით, 2020 წლის მდგომარეობით ვაკანტურობის კოეფიციენტი ყველა კლასის ბიზნეს ცენტრში გაიზარდა. მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა A კლასის და არაკლასიფიცირებულ ბიზნეს ცენტრებში. ვაკანტურობის კოეფიციენტი გაიზარდა 22 და 10 პროცენტული მაჩვენებლით. ვაკანტურობის კოეფიციენტი კვლავაც ყველაზე მაღალია A კლასის ბიზნეს ცენტრებში და 47%-ს შეადგენს. მას მოსდევს C კლასი 24%-ით, არაკლასიფიცირებული ბიზნეს ცენტრები 16%-ით და B კლასი 14%-ით.
ანამედროვე ბიზნეს ცენტრების საშუალო ვაკანტურობის კოეფიციენტი 24%-ს შეადგენს და წინა პერიოდთან შედარებით 10 პროცენტული მაჩვენებლითაა გაზრდილი.
პანდემიის პერიოდში დარეგისტრირებული კონტრაქტების საშუალო შეწონილი იჯარა 10%-ით ნაკლებია 2019 წლის მაჩვენებელზე. მაჩვენებელი 7% da 19%-ით მაღალია A კლასისა და C კლასის ბიზნეს ცენტრებში და 1მ²-ზე 24.1 და 13.4 აშშ დოლარს შეადგენს. მაშინ როცა B კლასისა და არაკლასიფიცირებულ ბიზნეს ცენტრებში ახალი/განახლებული კონტრაქტების საშუალო შეწონილი იჯარა, შესაბამისად, 4%-ით და 12%-ით შემცირდა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss