ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
სებ-ი ველსის ლიცენზიას უუქმებს
18 თებერვალი, 2021, 19:31
სებ-ი ველსის ლიცენზიას უუქმებს
თბილისი (GBC) - სს „საბროკერო და აქტივების მმართველი კომპანია ველსის“ საბროკერო საქმიანობის ლიცენზია გაუუქმდა. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 18 თებერვლის N 12 განკარგულებით, სს „საბროკერო და აქტივების მმართველი კომპანია ველსის" (ს/ნ: 406239565) გაუუქმდა საბროკერო საქმიანობის ლიცენზია. კომპანიის საქმიანობის შესწავლის შედეგად საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფასიანი ქაღალდების შესახებ საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მითითებების არაერთი დარღვევა გამოავლინა. სს „საბროკერო და აქტივების მმართველი კომპანია ველსი" საბროკერო საქმიანობას შემდეგი ვებგვერდის საშუალებით ახორციელებდა: https://wt.ge/online/.

ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოქალაქეებს, საშუამავლო საქმიანობისთვის ისარგებლონ მხოლოდ ლიცენზირებული საბროკერო კომპანიის სერვისებით, ხოლო ლიცენზიის გარეშე ზემოაღნიშნული სერვისების განხორციელების აღმოჩენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართოთ ეროვნულ ბანკს. ლიცენზირებული საბროკერო კომპანიების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://www.nbg.gov.ge/index.php?m=487

საბროკერო კომპანია ზედამხედველს არამართლზომიერი შეზღუდვების დაწესებას ედავებოდა, რაც ბროკერს და კლიენტს აზიანებდა. რაზეც  კომპანიის დირექტორი სუკიასოვი, გასულ თვეებში სხვადასხვა მედიაში ჩიოდა. აქტივების მმართველი კომპანიის იურისტი გოგიტა ბახტაძე კი სებ-ს მომხმარებელთა ინტერესების შელახვაში ადანაშაულებდა. 


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები