| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ის ასოცირდება ასოცირების ხელშეკრულებასთან, წარმატებულ პროექტებთან, ერთგულებასთან, დამატებით დაუგროვდა გამოცდილება, პროფესიონალიზმის თვალსაზრისით. ის არის წარმატებული მინისტრი, მისი საქმეები გვაახლოებს ნატოსთან, - განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ, "ქართული ოცნების" მიერ გახარიას გამოთავისუფლებულ, პრემიერის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის წარდგენაზე. მისი თქმით, უმრავლესობას დიდხანს არ ურჩევია. ღარიბაშვილზე არჩევანი თავიდანვე შეჩერდა. ღარიბაშვილი პრემიერი იყო 2015 წლამდე და რამდენიმეწლიანი ტაიმაუტის შემდეგ გუნდმა დააბრუნა და დანიშნა თავდაცვის მინისტრად.
მდინარაძის თქმით, გახარიას წასვლის შემდეგ "ოცნება" არაორდინალურ მდგომარეობაში აღმოჩნა. ექსპრემიერის გადაწყვეტილებაზე, მდინარაძის თქმით, ის და რამდენიმე პარტიელი იყო საქმის კურსში. კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი პროცესებიდან დადისტანცირებულია.
ღარიბაშვილი, ოპოზიციის ყველა ლიდერის შეფასებით, ოცნების ყველაზე უარესი კანდიდატია, ყველაზე აგრესიული და პოლიტიკურად გაკოტრებული. პოლიტიკურად ბეცი და მემკვიდრეობით კორუფციონერი.
ოპოზიციის შეფასებით, ღარიბაშვილის მე-2 ვადით გაპრემიერება, სამწუხარო კი არა საგანაგაშოა. რადგან ახალ ვადაში ის უფრო უარესი იქნება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss