| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საკონსტიტუციო ცლილებების გარეშეც, რიგგარეშე არჩევნებზე შეთანხმება, ოპოზიციას შეიყვანს პარლამენტში და პოლიტიკური ოპონირების ველი გადავა საკანონმდებლო ორგანოაში", - კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძეს მიაჩნია, რომ კომპრომისის გარეშე, ოცნება თავს და ქვეყანას დააზიანებს.
რუსთავი 2-ის ეთერში ვახტანგ ხმალაძემ პოლიტიკური პროცესების საერთაშორისო ნეგატიურ შეფასებაზე განაცხადა. აღნიშნა საქართველოს მეგობარი ქვეყნების მკვეთრად უარყოფით გამოხმაურებაზე, რაც საბოლოოდ დააზიანებს ქვეყანას.
პრემიერის თანამდებობიდან გახარიას წასვლა ხვალაძესთვის საფუძველია ივარაუდოს, რომ ოცნებაში დომინირებენ ე.წ ქორები და პრემიერის კანდიდატურაც ქორებიდან შეირჩევა და არა მტრედებიდან. პარტიაში ქორების გამარჯვებას მოყვება გადაჯგუფება და დაპირისპირება, რაც პარტიას დააზიანებს. ხმალაძეს თვითდაზიანებაზე წასვლა ალოგიკურად ეჩვენება. პრემიერობიდან წასვლამდე, გუნდში მეტნაკლებად ლოგიკური გახარია ეჩვენებოდა. მის პოსტიდან წასვლას არ ელოდა, თუმცა არ გამორიცხავდა. ხმალაძის შეფასებით ქორი კობახიძის და სხვებისგან განსხვავებით, გახარიას ლოგიკური ანალიზის და ესკალაციის განმუხტვის საჭიროებისას, უკან დახევის უნარი აქვს. რაც მას პრემიერობისას გაუკეთებია.
კონსტიტუციონალისტი დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოხსნის პოლიტიკურ პროცესზე ამახვილებს ყურადღებას, რაც მექანიკურად კანონების აღსრულებაზე მაღლა დგას. ამას შესაბამის შეფასებას აძლევს საერთაშორისო თანამეგობრობა. რომელიც ერთმნიშვნელოვნად ნეგატიური იქნება, რადგან აღნიშნული ინსტრუმენტის დატვირთვა არ არის მხილოდ კანონის მუხლების შესრულება. სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაშიც კი, დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნა სამართლებრივად აუცილებელი არ არის.
"და თუ ეს, მართლა კანონის აღსრულება ჰგონიათ მაშინ უნდა იმუშაონ ბუტკაში", - ხმალაძე ქორების ადგილს საკანონმდებლო ორგანოში ვერ ხედავს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss