ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
Fitch: აზერბაიჯანის ნავთობი 25 წელში ამოიწურება
16 თებერვალი, 2021, 16:48
Fitch: აზერბაიჯანის ნავთობი 25 წელში ამოიწურება

თბილისი (GBC) - 2020 წლის დასაწყისში ნავთობმოპოვების მოცულობის გათვალისწინებით, აზერბაიჯანს ნავთობმარაგები კიდევ 25 წელიწადს ეყოფა. ამის შესახებ Fitch Ratings–ისა და BP–ს ერთობლივი დაანგარიშების შედეგად გახდა ცნობილი.

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ამ მაჩვენებლით აზერბაიჯანი მეთერთმეტე ადგილზეა. მაჩვენებლის მოწინავე სამეულში ქუვეითი, ერაყი და კანადა შედიან.

Fitch–ის მონაცემებით, აზერბაიჯანის ნავთობისა და გაზის მარაგები 2019 წელს მსოფლიო მარაგების 0,8%–ს შეადგენდა.

აზერბაიჯანმა 2019 წელს 37,5 მლნ ტონა ნავთობი მოიპოვა, ხოლო 2020–ში – 34,6 მლნ ტონა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები