ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ელისაშვილი მელიას გვერდით დგას
16 თებერვალი, 2021, 13:18
ელისაშვილი მელიას გვერდით დგას

თბილისი (GBC) - სიტყვა  გაექცა  და ზედმეტები მოსდის", -  პარლამენტში ახლადშესული  ალეკო ელისაშვილი, რომელიც  ოქტომბრის არჩევნების შედეგებს ნოემბერში მელიასთან ერთად აპროტესტებდა,  მასთან დაშორების მიუხედავად, პარლამენტს სთხოვს, ნაციონალური მოძრაობის ლიდერის იმუნიტეტის მოხსნის საკითხი არ დააყენოს.

ელისაშვილი მელიას ქცევას მძიმე ემოციური ფონით ხსნის და "შეუნდობს". არ მალავს რომ 2012 წელს, 2 არხზე მომუშავე მაშინდელი ჟურნალისტი, ივანიშვილის  გულანთებული მხარდამჭერი იყო და არასდროს ეგონა, არც ჯოჯხეთურ სიზმარში წარმოედგინა, რომ მურუსიძე უვადო მოსამართლე გახდებოდა, თეა წულუკიანი კი  სამართლიანობის ჩამფლავებელი, რომელსაც ახლა კოვიდი აქვს და ჯანმრთელობას უსურვებს. თუმცა ემიჯნება და გმობს  ამ ქალის უსამართლო საქმიანობას, რომელსაც მისი თქმით ახლა კულტურის და სპორტის სამინისტროს უქმნიან.

"ხელები შორს ინსტიტუციონალური რეფორმებისგან", -  იუსტიციის ექსმინისტრი, ელისაშვილისგან, მისმა ყოფილმა მოადგილემ სარჯველაძემ დაიცვა და ახალგაზრდა პოლიტიკოსს უმწიფარი უწოდა. აღნიშნა, რომ რევოლუციური სცენარების საფრთხის გათვალისწინებით, მთავრობას  რბილი პოზიცია არ ეპატიება. 

გირაოს გადახდელობის გამო  მოქალაქე საპატიმროში არ უნდა აღმოჩნდეს. -  მელიას პარლამენტიდან მხარს უჭერს იოსელიანიც, რომელმაც ახსნა, რომ მელიას ქცევა არის პოლიტიკური პროტესტის ფორმა. "თუ არ დაურღვევია, არც მოწმეები მოუქცევია წნეხში, არც მტკიცებულებები მოუსპია, არ მიმალულა, რატომ ? - იკითხა  იოსელიანმა და ურჩია მმართველ პარტიას პარლამენტის როლი გაიაზროს. 

პროკურატურა  ბრალდებულისთვის  გირაოს პატიმრობით შეცვლას ითხოვს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები