| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - Galt&Taggart -ი 2021 წელს ეკონომიკურ ზრდას ელის. საინვესტიციო ბანკის საბაზო სცენარით მოსალოდნელის ზრდა 5% -ია, პესიმისტურით - 3.6%. გასულ წელს ვარდნა 6%-ზე მაღალი იყო, რაც იმას ნიშნავს რომ საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს საბაზო გათვლითაც ვერ დაუბრუნდება პანდემიამდელ მაჩვენებელს.
საბაზისო სცენარი ეფუძნება დაშვებას, რომ ტურიზმის სექტორი თანდათანობით აღდგენას დაიწყებს წლის მეორე ნახევრიდან და ქვეყანა მიიღებს დაახ. 1.2 მლრდ აშშ დოლარს (2019 წლის დონის 36%). ზრდის წარმმართველი იქნება ასევე ფისკალური სტიმული, საბანკო დაკრედიტება და ფულადი გზავნილები.
პესიმისტური სცენარი ეფუძნება დაშვებას, რომ ტურიზმის სექტორი არ აღდგება.
„2021 წელს ეროვნული ბანკის ინტერვენციები გრძელდება. ტურიზმის აღდგენის შემთხვევაში ლარის გამყარებას ველოდებით 3.15-3.2 ნიშნულზე პესიმისტურ სცენარში ლარის კურსი 3.3-3.4 ფარგლებშია მოსალოდნელი.“, - ნათქვამია G&T-ის მიმოხილვაში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss