| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი
(GBC) - პასუხიმგებლობის გააზრების ტვინი თუ არ აქვს, ამომრჩევლის ინტერესი მაინც დაიცვას და შევიდეს იქ, სადაც კეთდება პოლიტიკა , - პრემიერმა მელიას და სხვა "უტვინოების" უპასუხიმგებლობაზე განაცხადა. ეს არის სასამართლოს გადაწყვეტილება და არჩევანი არის კონკრეტული
ადამიანის, მას შეუძლია გადადგას ნაბიჯი ერთი მიმართულებით ან შეუძლია
გააგრძელოს პოლიტიკური ხულიგნობა, - "მელიას გირაო" გახარიას აზრით
პოპულიზმია
მისივე
თქმით, "არაფერ შუაშია არც „ქართული ოცნება“, არც პროკურატურა და ეს არის
უბრალოდ იაფფასიანი, აგრესიული რიტორიკით ქულების დაწერის მცდელობა".
"ვიღაც პოლიტიკურად ხულიგნობს საქართველოში, ვიღაც ხულიგნობს ქვეყნის გარედან, ჩვენი მოქალაქეები ამ ყველაფერს ხედავენ, - გახარიას შეფასებით, ხულიგნობენ მაშინ, როცა ნორმალური პოლიტიკური კონტენტის შექმნა, შინაარსობრივ დებატში შემოსვლა არ შეუძლიათ.
გახარიამ, დიდი ამბიციების მქონე პოლიტიკური პარტიების სუსტ შედეგზე აღნიშნა, - "2 და 3 %-ს ძლივს აცდნენ". ასევე პოლარიზაციის საფრთხეებზეც -
„ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ დროს
ვკარგავთ. ეს პოლარიზაცია, რომელიც დღეს პოლიტიკურ ველზეა, სამწუხაროდ ხდება
ქვეყნის მომავლის და უსაფრთხოების პრობლემა. ყველამ ნება უნდა იბოძოს, გაიაზროს
პასუხისმგებლობა, იმდენი ტვინი თუ არ აქვს, რომ ეს პასუხისმგებლობა გაიაზროს, იმ
მოქალაქეებს მაინც მიაქციოს ყურადღება, რომლებმაც მას ხმა მისცეს და ნება იბოძოს,
შევიდეს და იყოს იქ, სადაც კეთდება პოლიტიკა და არა ქუჩაში“,- განაცხადა გიორგი
გახარიამ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss