ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ამერიკული ბანკი კრიპტობაზარზე შედის
12 თებერვალი, 2021, 14:13
ამერიკული ბანკი კრიპტობაზარზე შედის

თბილისი (GBC) - აშშ–ში უძველესი ბანკი Bank of New York Mellon Corp. კრიპტობაზარზე ოპერაციებს თავისი კლიენტების ინტერესების შესაბამისად განახორციელებს.

BNY Mellon–ის პრეს–რელიზში ნათქვამია, რომ ბანკის ხელმძღვანელებისგან ჯგუფი შეიქმნა, რომელიც საფინანსო ინსტიტუტის საქმიანობის ყველა მიმართულებაში ციფრული აქტივების ჩართვის გზებს გამონახავს. ჯგუფს მაიკ დემისი, BNY Mellon–ის ინოვაციური გადაწყვეტილებების განყოფილების უფროსი უხელმძღვანელებს.

დღეისათვის სპეციალური პლატფორმა იქმნება, რომელიც ციფრულ აქტივებს სხვა, უფრო ტრადიციულ ინსტრუმენტებთან, მათ შორის სახელმწიფო ობლიგაციებთან და ტექნოლოგიური კომპანიების აქციებთან ერთად, ერთიან სისტემაში ბრუნვის შესაძლებლობას მისცემს.

ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal წერს, რომ უოლ–სტრიტის ბანკებს საკუთარ ინფრასტრუქტურაში ციფრული ვალუტების დასანერგად დიდი ძალისხმევა დასჭირდებათ. მათ შორის, უნდა გაანეიტრალონ რეგულატორული და სამართლებრივი და საფინანსო სტაბილურობის რისკები.

„ციფრული აქტივები მეინსტრიმის ნაწილი ხდება“, – ციტირებს The Wall Street Journal რომან რეგელმანს, რომელიც BNY Mellon–ის აქტივების მომსახურებისა და ციფრული ტექნოლოგიების ქვეგანყოფილებას ხელმძღვანელობს.

BNY Mellon–ის ცნობით, ბანკის კლიენტებისთვის ციფრული ვალუტები უკვე მიმდინარე წელს იქნება ხელმისაწვდომი. თუმცა, რეგელმანის აზრით, უოლ–სტრიტის ტრადიციულ ინფრასტრუქტურაში ერიპტოვალუტების სრულ ინტეგრაციას 3–5 წელი დასჭირდება. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები