ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2021-ის გეგმა დაამტკიცა
10 თებერვალი, 2021, 13:20

თბილისი (GBC) - პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის 2021 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს. კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით  კომიტეტის სამოქმედო გეგმა  როგორც კანონშემოქმედებით საქმიანობას ასევე საზედამხედველო ფუნქციებსაც ითვალისწინებს.

 

„კოვიდ -19 -ის პანდემიის და პოსტ-პანდემიურ პერიოდში მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის,  ჩვენი  ამოცანაა   საბიუჯეტო პროცესის წარმართვა და ხელმძღვანელობა. საფინანსო სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელება, რომელთა მთავარი მიზანიც უნდა იყოს მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა რაც სწრაფი და მდგრადი ეკონომიკური ზრდის აუცილებელი წინაპირობა“-აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

გარდა ამისა, 2021 წელს კომიტეტის სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს    მთავრობასთან ერთად   სტრუქტურული რეფორმების განორციელებას,   საჯარო ფინანსების ეფექტიანი მართვის, ფისკალური ადმინისტრირების გაუმჯობესების და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვი მიმართულებით, ასევე საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, ეროვნული ბანკის და  ფინანსთა სამინისტროს მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი ანგარიშების განხილვას, ანალიზს და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის რეაგირებას.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები