ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
პროკრედიტ ბანკი მწვანე მშენებლობის დაფინანსების პროგრამას წარადგენს
11 თებერვალი, 2021, 10:01
პროკრედიტ ბანკი  მწვანე მშენებლობის დაფინანსების  პროგრამას წარადგენს

თბილისი (GBC) - დღეს, 17:00 სთ-ზე პროკრედიტ ბანკი  მწვანე მშენებლობის დაფინანსების სპეციალურ პროგრამას წარადგენს, ზუმის პლატფორმის საშუალებით. ბანკი მწვანე მშენებლობის დაფინანსების სპეციალურ პროგრამას Sintali-SGS–ან ერთად წარადგენს.

აღნიშნული ინიციატივა ბანკმა EDGE სერტიფიკატის მოპოვების შემდეგ შეიმუშავა და მიზნად ისახავს ქვეყანაში ეკოლოგიურად სუფთა მშენებლობის ხელშეწყობას. დაფინანსების სპეციალური პროგრამა  კლიენტებსა და დეველოპერებს მდგრადი ენერგოეფექტური ნაგებობების აშენებასა და შეძენაში დაეხმარება. აღსანიშნავია, რომ ბანკი ინიციატივის ფარგლებში მწვანე მშენებლობებს მიმზიდველი პირობებით დააფინანსებს (სტანდარტულს -0.5%). Sintali-SGS კი კომპანიებს EDGE სერტიფიკაციის პროცესის წარმატებით წარმართვაში დაეხმარება. პროკრედიტის მომხმარებლები ასევე ისარგებლებენ Sintali-SGS–ის სპეციალური ფასდაკლებებით EDGE სერტიფიცირებისთვის.

დღევანდელი ონლაინ ღონისძიების სპიკერები იქნებიან:

მიშელ ფარელი - უფროსი ოპერაციების ოფიცერი, IFC

ელენი პოლიქროდიანუ - კომერციული დირექტორი, Sintali-SGS

ქეთევან კეკელაშვილი - გარემოსდაცვითი მენეჯმენტის განყოფილების უფროსი, პროკრედიტ ბანკი საქართველო.

 

შეხვედრის ენა: ინგლისური,  ამასთან შესაძლებელი იქნება  სინქრონული ქართულენოვანი თარგმანის მოსმენაც.

 

ონლაინ ღონისძიებაზე რეგისტრაცია  17:00სთ-მდეა შესაძლებელი: დარეგისტრირდით ახლა

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები