ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
პოლონეთში მედიასაშუალებები გაჩერდა
10 თებერვალი, 2021, 15:21
პოლონეთში მედიასაშუალებები გაჩერდა

თბილისი (GBC) - რეკლამაზე ახალი გადასახადის დაწესების გაპროტესტების მიზნით პოლონეთში 40–ზე მეტმა მსხვილმა მედიასაშუალებამ შეწყვიტა მუშაობა. მათ შორისაა ინტერნეტ–გამოცემები და ტელეარხები. საპროტესტო აქცია დღის ბოლომდე გასტანს.

ამის შესახებ korrespondent.net წერს.

საპროტესტო აქციაში ისეთი მსხვილი მედიასაშუალებები მონაწილეობენ, როგორებიცაა Gazeta.pl, Onet.pl,ТVN-24, RMF FM, Rzeczpospolita, Wirtualna Polska. საპროტესტო აქციას სულ 43–მა მედიასაშუალებამ დაუჭირა მხარი.

მაგალითად, თუ მაყურებელი ჩართავს ტელეარხს ТVN-24, გამოჩნდება შავი ეკრანი წარწერით: „აქ შენი საყვარელი გადაცემა უნდა იყოს“. ინტერნეტ–გამოცემების საიტებზე კი დღეს ვერცერთ სტატიას ვერ წაიკითხავთ.

პოლონეთის მთავრობამ რეკლამაზე ახალი გადასახადის დაწესების შესახებ გადაწყვეტილება იმით განმარტა, რომ შემოსულ თანხებს პანდემიასთან ბრძოლაზე, ძეგლთა დაცვაზე, კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობების მედია–სივრცეში დაცვაზე მიმართავს.

მედიამენეჯერები ამბობენ, რომ ახალი გადასახადი ბევრი მედია–საშუალების, ძირითადად კრიტიკული მედიების დახურვას გამოიწვევს. ისინი დარწმუნებული არიან, რომ პანდემიასთან ბრძოლის ტვირთი მედიამ არ უნდა აიღოს თავის თავზე.

ახალი გადასახადი როგორც ტრადიციულ, ისე ინტერნეტ–რეკლამას შეეხება.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები