| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) -ბოლო ერთ კვირაში ნავთობის ფასი თითქმის თითქმის 9 % -ით გაიზარდა. „გალთ ენ თაგარტის“ საბროკერო მიმართულების ხელმძღვანელის დავით ნიშნიანიძის განცხადებით, ნავთობს ერთ -ერთი საუკეთესო კვირა ჰქონდა და ბოლო ერთი წლის განმავლობაში მისი ფასი თითქმის 17 %-ით გაიზარდა (ანალიტიკოსმა "საქმიან დილაში" -TV 1 ისაუბრა)
ნავთობის ფასის და საფონდო ინდექსების ზრდას ნიშნიანიძე აშშ-ს რეზერვების შემცირებას, ასევე კოვიდ ვაქცინაციის გამო ბიზნესის დადებით მოლოდინებს უკავშირებს.
ნიშნიანიძის თქმით, დადებითი დინამიკა შეიმჩნევა სახვა ფინანურ ბაზრებზე და საფონდო ინდექსებთან მიმართებითაც, რასაც ის ასევე დადებით მოლოდინებს და სხვა ფაქტორებს უკავშირებს.
„ამერიკის, აზიის და ევროპის საფონდო ბირჟებზე ინდექსები დადებით ნიშნულებით დასრულდა. ეს გარემოება პირველ რიგში კოვიდ -19 -თან დაკავშირებულ დადებით მოლოდინებს უკავშირდება. მნიშვნელოვანია ასევე აშშ-ს ფისკალური და მონეტრული პოლიტიკა, რომელიც ბიზნესისათვის და ეკონომიკისათვის მნიშვნელოვან დახმარებას გულისხმობს“,- განაცხადა ნიშნიანიძემ "საქმიან დილაში"
ნიშნიანიძის თქმით, განსაკუთრებით თვალშისაცემია ტექნოლოგიური
კომპანიების წინსვლა, მაგალითად ისეთის როგორიც გუგლია, რომლის აქციების ფასიც მნიშვნელოვნად გაიზარდა. მისი თქმით, მიშვნელოვანია, ასევე სერვის სექტორის ინდიკატორის 50 მდე გაზრდა და უმუშევართა განაცხადი,
რომელიც 779 ათასზე დაფიქსირდა, რაც ნოემბრის შემდეგ საუკეთესო მაჩვენებელია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss