| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - 2020 წელს ელ. ენერგიის გენერაცია წ.წ. 5.9%-ით შემცირდა. თბოსადგურების გენერაცია მნიშვნელოვნად არ შეიცვალა (-0.7% წ.წ.), თუმცა განახლებადი ენერგიის წყაროების გენერაცია წ.წ. -7.7%-ით არის შემცირებული ანალოგიურ პერიოდში.
COVID-19 პანდემიამ მკვეთრად შეამცირა ელ. ენერგიის მოხმარება, (-10.3% წ.წ.)2020 წელს. რაც შემცირებული ეკონომიკური აქტივობით, მსხვილი კრიპტომწარმოებლების მოხმარების შემცირებით და თითქმის განულებული ტურიზმით შეიძლება აიხსნას. შემცირებამ -5.7% შეადგინა აფხაზეთის გაზრდილი ელ. ენერგიის მოხმარების გათვალისწინებით.
აფხაზეთის მზარდმა ენერგომოხმარებამ ენგურჰესის გენერაციის 93% შეადგინა და აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობის ერთ სულზე მოხმარება 3.3-ჯერ აჭარბებს მოხმარებას დანარჩენ საქართველოში. 2020 წელს წ.წ. +24%-ით გაიზარდა და რეკორდულად მაღალი იყო აფხაზეთის ელ. ენერგიის მოხმარება (2.5 ტვტ. სთ.). აღნიშნული, გარკვეულწილად გამოწვეულია ენგურჰესის გენერაციის შემცირებით 2020 წელს.
მაღალი ელ. ენერგიის დეფიციტის დასაბალანსებლად 59 მლნ. აშშ დოლარის წმინდა იმპორტი დაგვჭირდა 2020 წელს. შეინიშნება გაუმჯობესება, (-11 მლნ. აშშ დოლარი) 2019 წელთან შედარებით, ძირითადად ელ. ენერგიის საიმპორტო ფასის შემცირების ხარჯზე, რომელმაც საშუალოდ 4 აშშ დოლარის ცენტი შეადგინა 2020 წელს (-17% წ.წ.). რუსეთიდან ელ. ენერგიის იმპორტმა ბოლო ოთხი წლის მაქსიმუმს მიაღწია და მთლიანი იმპორტის 38% შეადგინა.
IDFI-ში მიიჩნევენ, რომ გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებების შემდეგ, დღეისათვის პრაქტიკულად არ არსებობს მექანიზმი, რომელიც წაახალისებს ინვესტიციებს სექტორში.“მნიშვნელოვანია Feed-in tariff და სხვა ტიპის ინსტრუმენტების შემუშავება და დანერგვა, რომელიც ინვესტორებს შესთავაზებს გარანტირებულ ფასს და დაიცავს გაცვლითი კურსის რისკებისგან. ენერგოდამოუკიდებლობა მცირდება მეზობელი ქვეყნებიდან ელ. ენერგიის იმპორტის ზრდის გათვალისწინებით. შესაბამისად, უნდა განხორციელდეს ბაზრის დერეგულაცია და ელ. ენერგიაზე სამომხმარებლო ფასის ზრდის შემთხვევაში საჭიროა სოციალურად დაუცველი მოსახლეობის პირდაპირი ფორმით სუბსიდირება“.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss