ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
მიკროსაფინანსო სექტორი 44.8 მილიონიან მოგებაზეა
9 თებერვალი, 2021, 14:05
მიკროსაფინანსო სექტორი 44.8 მილიონიან მოგებაზეა

თბილისი (GBC) - მიკროსაფინანსო სექტორმა მოგებაზე გასვლა შეძლო. სექტორის წლიური წმინდა მოგება 44.8 მლნ ლარია. ეროვნული ბანკის მონაცემებით, მზარდია სექტორის მთლიანი აქტივების მოცულობაც და ის 1.4 მლრდ ლარს აღემატება. 

სექტორს 1.2 მილიარდი ლარის მოცულობის სესხები აქვს გაცემული, საიდანაც უმეტესობა 1.1 მლრდ ლარი ფიზიკური პირების დაკრედიტებაა. იურიდიულ პირებზე მთლიანი სესხებიდან მხოლოდ 41.3 მლნ ლარი მოდის. სექტორის მიერ გაცემული სესხების საერთო რაოდენობა 661 ათასს შეადგენს. 

სექტორი 4000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს და აქედან ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი კრისტალია. 

შემცირებულია მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რაოდენობა და დღეს ბაზარზე 35 მათგანი ოპერირებს. 

2017 წლამდე მიკროსაფინანსოების რაოდენობა იზრდებოდა და 2009 წლიდან 2017 წლამდე მათი რაოდენობა გაორმაგდა. ბოლო წლებში კლება ახალმა რეგულაციებმა განაპირობა, კერძოდ, სამომხმარებლო სესხებზე რეგულაციების გამკაცრებამ და საპროცენტო განაკვეთებზე ზედა ზღვრის დაწესებამ.


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები