ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ყურძნის ხარისხი გაკონტროლდება
9 თებერვალი, 2021, 11:45
ყურძნის ხარისხი გაკონტროლდება

თბილისი (GBC) - ღვინის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ყურძნის ხარისხიც გაკონტროლდება. კონტროლის გამკაცრება რთველი 2021-იდან იგეგმება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, განისაზღვრება  ჩასაბარებელი ყურძნის შაქრიანობა, რომელიც შესაბამისი ნორმატიული დოკუმენტაციებითაა დადგენილი და  საბაზრო ღირებულებაზეც აისახება. გარდა ამისა, კონტროლი განხორციელდება ადგილწარმოშობის ჯიშების სპეციფიკაციებით განსაზღვრულ მოსავლიანობის ლიმიტზე.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მევენახე ფერმერებამდე დროულად მიწოდების მნიშვნელობაზე საუბრობს და განმარტავს, რომ ამ მიმართულებით აქტიურად იმუშავებენ სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურები.

"ისინი ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, უახლოეს დღეებში დაიწყებენ შეხვედრებს რეგიონებში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ფერმერებთან. გარდა ამისა, მიმდინარე წელს იგეგემება ვენახების კადასტრის პროგრამის დასრულება კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში, რაც მნიშვნელოვანია მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების და ხარისხიანი ღვინის წარმოების ხელშეწყობისთვის“, - ოთარ შამუგია  მინისტრის მოადგილე.

მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება ქართული ღვინის საერთაშორისო რეპუტაციასა და საექსპორტო ფასზე დადებითად აისახება. 




მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები